ოხ ცხოვრებავ, ბრმად მივყვებით შენს ნაკვალებს...
არ კითხულობ, ვის რა ნატვრა გვქონია...
ჩემს ცხოვრებას მე ვხატავდი მუდამ ფერადს...
თურმე შევცდი... ფერი სულ არ ქონია.
როცა ძალიან, ძალიან მოიწყენ, როცა არაფრის, არაფრის არ გწამს,
როცა სევდას,
დარდს, სტუმრად მოიწვევ,
როცა ცრემლები გისველებს წამწამს,
როცა გგონია
მოკვდა იმედიც, როცა ტკივილს გრძნობ,
გადაულახავს, მაშინ დაფიქრდი - არის
ის ერთი, ის,თუნდაც ერთი, ვისაც -უყვარხარ