Свернуть поиск
იცი, როგორ მენატრები, როგორ მინდა გხედავდე?..
შენთან მოსვლას, გაღიმებას და საუბარს ვბედავდე.
მინდა ისევ მოგაწვდინო ეს ხელები მხრებამდე,
თუნდაც წამით გავიგონო შენი გულის ძგერა მე.
იცი, როგორ ავირიე, შენსკენ სავალ გზებამდე,
ყოველ ბილიკს გავიხსენებ, შენთან ერთად რაც განვლე,
თუმცა ვიცი, რომ ეს გზები გაგრძელდება წლებამდე
და ათასჯერ დამარწმუნებს, მომწონს შენი ძებნა მე.
უსასრულო მოლოდინმა ვერ დამღალა, ვერა-ვერ!
ოცნებებით ვიკვები, დარდი მაინც ვერ დამძლევს,
შეუმშრალი ეს ცრემლები, რომ მინამავს ჩემს თვალებს,
სიყვარულის ცრემლებია, სულ არ ნიშნავს სევდას ეს...
ჩემი გულის სილაღე ხარ, შენ მასწავლე ფრენა მე,
დამაჯერე არსებობა, მითის მეცხრე ზეცაზე,
ვარსკვლავების ნაცვლად ბრწყინავს ეგ ღიმილი დღეს ცაზე,
...და მაგ შენი ვარდის ბაგეთ, მხოლოდ მე ვარ მებაღე.
იცი, როგორ მენატრები? ჩემი სულის მესანთლედ,
თვალებს შიგნით მხოლოდ შენი სიყვარული ღელავს დღეს,
იცი, რატომ მენატრები?.. წარსულისთვის ვერ დაგთმე,
რადგან, ჩემი სამყარო ხარ, განედებით-გრძედამდე!!!
1 комментарий
1 класс
ბევრიც რომ მითხრა - "აღარ მოხვიდე!"
მე მაინც მოვალ, მე მაინც გნახავ,
ძვირფასო, ჩემი გახდები ვიდრე,
ძვირფასო, ჩემად დაგსახე რახან.
რამდენს მეტს მეტყვი - "აღარ მოხვიდე",
მე უფრო ხშირად მოვალ და გნახავ.
შენთან მოსასვლელ გზებს ვეძებ ახალს,
დავდივარ შენი სარკმელის ახლო.
რატომ არ გინდა შენ ჩემი ნახვა,
როდესაც უკვე ჩემს გულში სახლობ?!
რა ვუყოთ, თუკი არა ხარ ჩემი,
მე მაინც უნდა სულ ჩემად გსახო.
იმედის სხივებს, გულში შერჩენილს,
განსაწირავად ხელი არ ახლო.
თუმც მართალია, მიმზერ შორიდან
და თანაც მიმზერ კუშტად და ცერად,
მე მაინც უნდა ახლო მოვიდე,
უკვე ვერასგზით ვერ დაგთმობ, ვერა!
უნდა გიყურო, გიყურო დიდხანს,
როდესაც ირგვლივ აპრილი ჰყვავის
და შენ, თუ გინდა, სიტყვაც არ მითხრა,
მე სიყვარულზე გიგალობ მაინც.
და აფეთქებულს გიჩვენებ ბორცვებს,
გეტყვი, - დრო არის სილაღის, ღელვის.
გეტყვი და... მერე მაინც გაკოცებ,
თუგინდ თვალებზე მოგადგეს ცრემლი.
1 комментарий
4 класса
Добавил видео
04:26
- Класс
Добавлено фото в альбом
Добавлено фото в альбом
Добавлено фото в альбом
Добавлено фото в альбом
Добавлено фото в альбом
Добавлено фото в альбом
Добавлено 2 фото в альбом
Добавлено фото в альбом
Добавил видео
04:28
- Класс
загрузка
Показать ещёДополнительная колонка
О группе
- საქართველო, Батуми
Фото из альбомов
Ссылки на группу
Правая колонка