"რატომ არ იერთებს რუსეთი აფხაზეთს და ცხინვალს, ისე როგორც ყირიმი შეიერთა. რადგან იცის, რომ თუ ამ ტერიტორიებს მიიერთებს, ის დაკარგავს მთლიანად საქართველოს; საერთოდ პერსპექტივაშიც აღარ ექნებათ ჩვენთან მოლაპარაკებები და ჩვენ სამუდამოდ მტრები ვიქნებით. რუსეთი, აფხაზეთის და ცხინვალის სახით, ჩვენთან სავაჭროდ იტოვებს ბერკეტებს.
ბიბილოვის ინტერესში კი არის, რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ურთიერთობები ჩვენსა და რუსეთს შორის. აქედან გამომდინარე ბიბილოვის და ლიბერალების ინტერესები ერთმანეთს ემთვევა. ლიბერალებსაც ისე უნდათ ქართული და რუსული მხარის დაპირისპირების გაღრმავება, როგორც ბიბილოვს."
გიორგი ქარდავა