რა ბედენაა წუთისოფელი, -
მუდამ შრომა და მუდამ წვალება.
თუ კი ბოლოა გარდაცვალება,
რაღას მივუძღვნა გული - მყოფელი...
როდი მჯეროდა ან როდი მწამდა
ამქვეყნიური და მიწიური.
არა ვყოფილვარ ათეისტური,
მაგრამ სიცოცხლე კი ამომშხამდა...
მოვა მრისხანე ბუნების ქარი
და არ გაარჩევს სიკვდილისათვის
ვინ არის გულღრძო, მშვიდი ან წყნარი,
ყველას მოცელავს სამარისათვის...
მაინც მტვერივით გაფანტავს ჟამი
ჩემს საუკუნით გაფერფლილ სხეულს
და სასაფლაოს, წალეკილს, ეულს,
ქორფა ბალახი დაალბობს ნამით...
შეუერთდება მაშინღა ალბათ
სული უსაზღვრო თვითმყოფადობას,
შეუერთდება, მარადქმნადობას -
რომელი მუდამ აახლებს ახლად...
შევუერთდები საუკეთესოს, -
საკუთარ თავის რეალიზატორს...
ალბათ ვიხილავ ნათლად დ ახლოს
ერთადერთ ნათელს, - უფალ იესოს