Свернуть поиск
12 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის საქმეში ახალი დეტალები ჩნდება!
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.
საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.
გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჩაერთო.
ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, 12 წლის წინ გაუჩინარებულ გურამ დადიანიძის მამიდამ მასთან დაგეგმილ შეხვედრაზე უარი განაცხადა.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე კაკაბაძე წერს, მას გაუჩინარებული დადიანიძის მამიდასთან მნიშვნელოვანი კითხვები აქვს. ამასთან, ადვოკატის თქმით, აღნიშნულ საქმეზე ადრე თუ გვიან, სიმართლე მაინც გაირკვევა.
,,მთელი საქართველო შეძრულია გურამ დადიანიძის საქმით. 17 წლის ბიჭი დაიკარგა და 12 წელია არაფერი გარკვეულა. რამდენიმე დღეა დავიწყე ამ საქმეზე მუშაობა და ყოველდღე ახალ- ახალ “სიურპრიზს” ვაწყდები.
დღეს უნდა შევხვედროდი გურამის მამიდას. მასთან მაქვს მნიშვნელოვანი კითხვები. ამ დილით განაცხადა, რომ უარს ამბობს ჩემთან შეხვედრაზე.
წარმოიდგინეთ, მამიდა ამბობს უარს ადვოკატთან თანამშრომლობაზე. 17 წლის დაკარგული ბავშვის მამიდა იქცევა ისე, თითქოს, არაფერი მომხდარა.
მინდა აღნიშნული ქალბატონის გასაგონად განვაცხადო, ამ საქმეზე ადრე თუ გვიან, მაინც გაირკვევა სიმართლე.
ბავშვების, გამომძიებლისა და სხვათა “გმირობის” თემას ცოტა ხანში მივუბრუნდები და საზოგადოება გაიგებს ყველაფერს.
ძალიან ძალიან დიდ შეცდომას უშვებს ყველა, ვინც ხელს უშლის გურამის დაკარგვის თაობაზე სიმართლის დადგენას.
P.S. საერთოდ არ მაინტერესებს ვისი ინტერესია, რომ ეს საქმე მიიჩქმალოს. არასდროს არავისი შემშინებია და ეს, მგონი, უკვე უნდა იცოდეთ”, -
აცხადებს კაკაბაძე.
2 комментария
4 класса
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა: „ამიერიდან არც ფინანსური დახმარება უნდა გაუწიოთ ირანს და არც იარაღი მიაწოდოთ“.
🇷🇺 რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უპასუხა: „ჩვენ ირანს ფინანსურ დახმარებას არ ვუწევთ. ჩვენ მხოლოდ იარაღს ვყიდით, მათ შორის — თანამედროვე ტექნოლოგიებს. ეს ჩვენი საქმეა, რადგან საკუთარი ქვეყნის ეკონომიკაც უნდა განვავითაროთ; არავისი მუქარის არ გვეშინია და ირანისთვის იარაღის მიწოდებას გავაგრძელებთ“.
🇺🇸 ტრამპმა საპასუხოდ განაცხადა: „თუ ირანთან გარიგებებს გააგრძელებთ, რუსეთთან ყველა შეთანხმებას გავაუქმებთ. ასევე, რუსულ პროდუქციაზე 100%-იან ტარიფს დავაწესებთ, რაც მნიშვნელოვან ზეწოლას მოახდენს რუსულ ბიზნესსა და, საბოლოო ჯამში, თავად რუსეთზე“.
1 комментарий
2 класса
загрузка
Показать ещёДополнительная колонка
О группе
გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია
არ ვიყოფოდეთ ორად,
ოთხად, რვად...
ძალა ერთობაშია
და არა ერთნაირობაში •••
__________________________
ნიკა გუჯეჯიანი 🖤 !
- 0000000000000
- Georgia, Батуми
Показать еще
Скрыть информацию
Фото из альбомов
Ссылки на группу
Правая колонка