13 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, სპორტ-კომპლექს „არენას“ დარბაზში, გაიმართება საერთაშორისო ჩემპიონატი ევროპულ და ლათინოამერიკულ ცეკვებში აღმოსავლეთ ევროპის თასის მოსაპოვებლად. საერთაშორისო ჩემპიონატი ტარდება მსოფლიო ცეკვების საბჭოს( WDC ) ეგიდით, რომელსაც საქართველოში ორგანიზებას უწევენ ისრაელის კულტურისა და სპორტული ცეკვის საბჭო და საქართველოს ცეკვისა და სპორტული ცეკვის პროფესიონალთა ეროვნული საბჭო.
ჩემპიონატში მონაწილეობენ მსოფლიო დონის მოცეკვავეები გერმანიიდან, ავსტრიიდან, რუსეთიდან, იტალიიდან, აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან, ინგლისიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, კანადიდან, აშშ-დან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. გამარჯვებულებს გამოავლენენ საერთაშორისო არბიტრის წევრები, რომელთა შორის არიან: ბრაიან უოთსონი( ლათინოამერიკული ცეკვების ცხრა გზის მსოფლიო ჩემპიონი პროფესიონალებში), ჰანეს ემრიჩი (მსოფლიო ცეკვების საბჭოს გენერალური მდივანი), სერგეი რუპინი (მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიო ცეკვების საბჭოს მოყვარულთა ლიგის ვიცე-მდივანი), ელდარ ჯაფაროვი (მსოფლიო ჩემპიონი 10 ცეკვაში), საქართველოს სპორტული ცეკვების საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და სხვ.
ამავე დღეს, სპორტ-კომპლექს „არენას“ დარბაზში ჩატარდება საქართველოს ღია საერთაშორისო ჩემპიონატი, რომელშიც მონაწიელობას მიიღებენ სხვადასხვა ასაკისა და კატეგორიის მოცეკვავეები საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან.
WDC Eastern European cup
For the first time in Georgia! On the 13th of December 2014, Tbilisi is hosting a Ballroom and Latin American dance championship for the WDC AL - Eastern European Cup.
The Georgian Queen Trophy & Georgian National Championship will also be held on this day.
The best leading pairs from Germany, Austria, Russia, Italy, Israel, England, Azerbaijan, Poland, Ukraine, Greece and Armenia, will participate in this championship.
WDC INTERNATIONAL ADJUDICATORS
The championship will be judged by the WDC international judges. These include:
Bryan Watson (Germany)
9 time-winner of the World championship, 7-time winner of the England Open Championship, 5-time winner Latin-American Championship, Winner of the Blackpool Latin-American Professionals Championship.
Hannes Emrich (Austria)
The general secretary the WDC
Sergey Ryupin (Russia)
World champion, WDC AL Vice Chairman
Eldar Dzhafarov (Azerbaijan)
World champion in 10 - Dance Professional Championship