მაშველები ზღვაში დაკარგულ 15 წლის ბიჭს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები ბათუმში გუშინ საღამოს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. შემთხვევა რესტორან"აჭარული სახლის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, არასრულწლოვანი ხიდიდან მეგობართან ერთად გადახტა და მას შემდეგ ის არავის უნახავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს