ასე ცეკვავენ სომეხი ეროვნების ბავშვები საქართველოში
,,საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ , ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ ,,... ,ეს სიტყვები რეფრენად გასდევდა ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პატარა კონდურის , ხავეთის, სულდის, ღულალისისა და დადეშის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა , ქართული ენის მასწავლებლებმა , საჯარო სკოლების დირექტორებმა და დამხმარე პედაგოგებმა. ყველა ერთად შევიკრიბეთ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დადეშის საჯარო სკოლაში, ერთობლივი ძალებით ლამაზი და შინაარსიანი საღამო მოვაწყვეთ და საფუძველი ჩავუყარეთ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების სომხურენოვანი საჯარო სკოლების პედაგოგების , დირექტორებისა და მოსწავლეების მეგობრობასა და თანამშრომლობას .