• როდესაც ქრისტეს სული გაქვს ისეთი კრძალვა... შიში... მოწიწება... სიყვარული... უნდა გვქონდეს ევქარისტიისადმი და ყველაფერი რაც მას უკავშირდება (საკურთხეველი, ტრაპეზი) და ვაი ჩვენ რომ მრავალ ჩვენ ტაძრებში როგორც კი შეხვალ თუ რაიმე განცდა გქონდა ლოცვისა იმ წამსვე დაგეკარგება ისეთი ვაკხანალია და უბედურება ხდება შიგნით. ლოცვის დაწყებისას, დამთავრებისას თუ შუა წირვის დროს...აი, ჩვენი ნაყოფი.
თეოლოგიაში განსწავლულობა არასაკმარისია ქრისტეს სულის გარეშე
• „სული ქრისტესი თუ არა გაქვს რა უნდა იქადაგო?! რა ლამაზი სიტყვები?! და ვის აჯობებ ამა სოფლის სულს ლოგიკით აჯობებ?! სიბრძნით აჯობებ?! თეოლოგიაში განსწავლულობით აჯობებ შენ გგონია?!- ვერ აჯობებ. ერთადერთი რითაც აჯობებ ქრისტეს სულია და გაააქვს ეს ქრისტეს სული?"