მე ვიცხოვრე და უამრავი რამ
გავაკეთე. მიყვარდა,დავკარგე.
მენატრებოდა,მტკიოდა. მჯეროდა,
შეცდომები დავუშვი. მაგრამ,რაც
მთავარია,მე ამ ყველაფრით
ვისწავლე ცხოვრება.
საღამო იყო, მახსოვს ახლაც მისი სურნელი,
სიმშვიდე თითქოს ფერებითაც ისახებოდა.
ვიჯექით ერთად და საერთო გვქონდა ფიქრები,
მინდოდა მეთქვა ბევრი რამე, მერიდებოდა.
შენ უყურებდი თითქოს სივრცეს, მაგრამ შორს არა,
თითები უფრო ნერვიულად მშვიდს თამაშობდა.
მე კი თვალებით ვეხებოდი შენს ნაკვთებს, ლამაზს,
და არაფერი მე, ჩვენ ორს მიღმა აღარც მახსოვდა.
ვიხედებოდი არეულად, მარჯვნიდან მარცხნივ,
აზრების მაგრავ სიტყვებს ალბათ ვეღარც ვამბობდი.
გეუბნებოდი - ახლა წავალ მართლა ცოტა ხნით,
რამდნიმე დღეც სწრაფად გავა ვიცი მაგ დროში.
-მომენატრები! როგორ გავძლებ ვერ ვხვდები მაგრამ,
ის კი მამშვიდებს მალე გნახავ მონატრებულზე.
-შენ აღარ მოხვალ მასე მალე ახლა თუ წახვალ,
ეს მითხარი და ყველაფერი სულ გამირთულე
-ნუ მეტყვი მაგ