ჰალვა მარტივად - მარიკა დარჩიას მოგონებების გემო
ჰალვა მარტივად - ლელა ხალვაშისგან
2 ჭიქა პურის ფქვილი
2 ჭიქა სიმინდის ფქვილი
1.5 ჭიქა შაქარი
100 მლ თაფლი
200 გრამი შერბილებული კარაქი, ვანილი და ცოტა მარილი
ძალიან დაბალ ცეცხლზე მოხალეთ ფქვილი ურიეთ ხშირად რომ არ მიიბრაწოს. მოხალული ფქვილი გაცერით და ისევ გააცხელეთ. ცხელი ფქვილი ისეთ
ჭურჭელში გადაიტანეთ, რაშიც ადვილად მოზელთ და გაგრილების შემთხვევაში შეძლებთ გაცხელებას (მაგალითად, მინის ჯამში, რომლითაც მიკროტალღურ ღუმელში შეათბობთ). ცხელ ფქვილს უმატებთ ყველა დარჩენილ ინგრედიენტს, კარაქი კი თანდათან დაამატეთ, მიღებული მასის ფორმების მისაცემად შეგიძლიათ გამოიყენოთ სადილის კოვზი, კოვზით ამოიღებთ, დატკეპნით ხელის გულით, გადააბრუნებთ, მე