თუ..
გთხოვ ჩემო ძვირფასო, ნუ მეტყვი
თბილ სიტყვას,
რადგანაც მჯერა და ყველაფერს
შემიცვლის.
არ მინდა მიჩვევა სიტყვების, რაც ითქვა
და შემიყვარდები, გულს კი ვერ
შევიცვლი.
ჯერ ისევ სუფთა მაქვს, ბევრია ადგილი,
შენ ბინას ჩემს გულში ადვილად
იპოვი.
გრძნობების დამალვა არ არის ადვილი
და შემდეგ რაღა ვქნა, თუ ვეღარ
გიპოვი.
დღეა თუ ღამეა, ფიქრებში დამყვები,
სიზმარშიც გიპოვე, შემომხვდი ჩამოვლილს.
გრძნობების მახეში მგონია გავები
და გვერდით მოგყვები, ბილიკზე
გამოვლილს.
ნეტავი რას იზამ, თუ შემიყვარდები,
შენს ღია სარკმელთან მოვალ, ვით აისი.
თუ ეზოს აგივსებ წითელი ვარდებით
და გაგიზაფხულებ.... ახლოა მაისი.
,, ეთო". 21.03.22
...ყველაზე მთავარი ურთიერთობაში არის არა ვნება და სურვილი, არამედ ზრუნვა... და იმის ცოდნა, რომ შენ დაგაფასებს, ადვილად არ შეგელევა, რომ დაგიცავს და დაგეხმარება ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, უბრალოდ უნდა რომ შენს გვერდით იყოს.......
ვერაფერი შეედრება იმ მომენტებს, როცა უბრალოდ მზრუნველობით, მაგრად ჩაგიხუტებს გულში...