"უფალო, არ ვიცი რა შეგთხოვო, შენ ერთმა იცი, რა უფრო მჭირდება, შენ გაცილებით მეტად გიყვარვარ, ვიდრე მე შემიძლია საკუთარი თავის სიყვარული, უფალო, მიეც მონასა შენსა, ის, რისი თხოვნაც თავად არ შემიძლია, არ ვკადნიერდები ვითხოვო, არც ჯვარი, არც სიმშვიდე! მხოლოდ შენს წინაშე წარდგომილ ვარ, გული ჩემი განღებულ არს შენდამი, შენ ჭვრეტ ყველა იმ საჭიროებას, რასაც მე ვერ ვჭვრეტ, განჭვრიტე და შეჰქმენ შენი წყალობისამებრ, განმაცვიფრე და განმკურნე, ინებე დაცემა და ადგომა ჩემი, შეგღაღადებ და ვდუმვარ შენი წმინდა ნების წინაშე, ვმორჩილებ, ჩემთვის მიუღწევად, შენით განგებულ ბედ-იღბალს! გიძღვნი ზვარაკად საკუთარ თავს! არ გამაჩნია სხვა სურვილი, გარდა ერთისა - აღვასრულო ნება შენი, უფალო! მასწავლე ლოცვა უფალო! თავად ილოც