***
ზოგჯერ,
რომ გადარჩე,
ისიც საკმარისია,
ადგე და წყლის ნაცვლად არაყი დალიო,
მოკლემკლავიანი მაისურის მაგივრად გრძელსახელოიანი ჩაიცვა,
თმა აიჩეჩო,
წვერი მოუშვა
და ასე...
უბრალოდ,
რაღაც უნდა შეცვალო,
ძველებურად აღარ გაგრძელდე.
ხვალ იქნება თუ ზეგ,
ყველა მოვკვდებით,
დღევანდელი დღეც სავსეა მკვდრებით.
არ ვიცი,
შეიცვლება თუ არა ცხოვრება უკეთესობისკენ,
მაგრამ მჯერა,
რომ სხვანაირად შეუძლებელია.
თვალები გაახილე და იოცნებე.
სიკვდილი ქარივით გვიახლოვდება.
იმათ იტირონ,
ვის სიტყვებსაც მრგვალი ფორმა აქვთ,
ვისი სიტყვებიც ყელში გაბმულ მავთულხლართს არ ჰგავს.
...
როცა გიჭირს,
ვინც შენ გვერდით დგას,
ის არის ღმერთი.