მე არ მაქვს ყველაფერი რაც მინდა, მაგრამ მაქვს ყველაფერი რაც მჭირდება.. თითქმის.
მე ბედნიერი ვარ.
გულს მტკენს დანაკარგები, ძალიან ძნელია დაკარგო და გაუშვა, როცა ასე გიყვარს.
გულს მწყვეტს იმედგაცრუებები, მაგრამ… მივეჩვიე, ეს ოხერი, თითქმის არ მაქვს რეაქცია, უბრალო გულისწყვეტის გარდა… მაგრამ არაუშავს, რომ არ იყოს დანაკარგი, ვერ დააფასებ მონაპოვარს.
მერე რა, რომ ჯანმრთელობა მაქვს შერყეული, ეს არაფერია.
მერე რა, რომ ბევრი რამ მაკლია, რაც ჩემს გარშემო აქვთ, მე ეს არ მაწუხებს და არ მაღელვებს, კიდევ კარგი..
ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ვარ, როგორიც ვარ..
ბედნიერი ვარ, რომ ჩემი არ ესმის ბევრს..
ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ნორმალურად გარჩევა ერთმანეთისგან კარგის და ცუდის..
ბედნიერი ვარ, რომ არ მზღუდავენ, დ