მე ახლა ვსუნთქავ შენს ზიარ ჰაერს
და ყველაფერი ჩემი მგონია,
თითქოს აქედან მე აღარ წავალ
და არც დავკარგავ, რაც მიპოვია.
მე აქ მოველი რაღაცას მთავარს,
იქნებ იქამდე როგორ შორია,
მაგრამ მე ჩემს თავს დღეს ისე ვგავარ,
ზღაპარი-ცხადი ასე მგონია.
თითქოს სამყაროს კიდეზე ვდგავარ,
და მე მიბოძა რაც ღმერთს ჰქონია,
მე ვსუნთქავ, ვსუნთქავ შენს ზიარ ჰაერს
და ყველაფერი ჩემი მგონია.