"წავალ და რამდენი დამრჩება სათქმელი...
რამდენი "ძვირფასო", რამდენი "მიყვარხარ"...
კი, თავი მგონია ხან ბევრის მნახველი
და მაინც სიყვარულს უთქმელად ვინახავ...
გაეცით სითბო და გაეცით ალერსი...
"მიყვარხარ"! უთხარით ყოველდღე ერთმანეთს...
ერთმანეთს უყურეთ ყოველდღე თვალებში...
გიყვარდეთ ერთურთი, უბრალოდ გიყვარდეთ!
უთხარით... უთხარით... ტკბილია სიცოცხლე,
რომ ერთად ყველაფერს, ყველაფერს გაუძლებთ...
რომ იბრძვით, რომ გიყვართ სულ ყველამ იცოდეს...
მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს, სამყაროს აუწყეთ...
მადლობდე უფალს და ადიდე გამჩენი...
ყოველი დღე უფლის წყალობად მიიღე...
გიყვარდეს მოყვასი, უბრალო გამვლელი,
ეცადე უფალთან მართალი მიხვიდე...
თუ გული გატკინეს, შენდობა ისწავლე...
არასდროს დაკარგო რწმენა და იმედი..