მივდივარ,შენს სულში ვერ ვნახე ადგილი,
ვერ მოგეც სინათლე,საღამოს ბინდი ვარ,
მერწმუნე,ეს წასვლა არ არის ადვილი,
გიტოვებ ჩემს გულს და უგულოდ მივდივარ.
შენს თვალებს შერჩება მშიერი ფერები,
გარიდებ ცრემლებს და წამებიც დავთვალე,
წასვლისას ერთხელაც მომხვიე ხელები,
ხელები,ოდესღაც ჩემად რომ ჩავთვალე.
მეგონა,სულ მცირე სინანულს მომცემდი,
მიკივის სული და თვალთმაქცად მშვიდი ვარ,
შენ ხომ მე ყოველთვის ასე მაოცებდი,
ღიმილებს გიტოვებ,ცრემლებით მივდივარ.
არეულ ნაბიჯებს ლოდები ეკიდა,
მივათრევ სიცოცხლეს დროებით ნათხოვარს,
ვიცოდი,არ ვიყავ მე შენი ნეკნი და,
ჩათვალე ,გზად შეხვდი გრძნობების
მათხოვარს.
მათხოვარს,თუმც არა ღირსება წართმეულს,
გულში რომ ჩაუგდე იმედის ნამცეცი,
გიტოვებ ღამეებს საშენოდ გა
ყველაზე დიდი სიფრთხილე ამქვეყნად სიყვარულს სჭირდება.
ადამიანების უმრავლესობას მხოლოდ ნათქვამი ,, მიყვარხარ,, გონიათ სიყვარულის ანიც, ბანიც და ჰოეც. არადა ამ ,,მიყვარხარს,, ისე რუდუნებით უნდა მოუფრთხილდე, ჩვილი ბავშვივით ეფერო,
იზრუნო,
გამუდმებულად უმაგრო საძირკველი,
აშორო ეკალ-ბარდი სიცოცხლე რომ შეუნარჩუნო და ზარდო,
ზარდო,
ახარო და გიხაროდეს.
მარადიული სიყვარულის არარსებობაზე წუწუნებენ და იმას კი არ ფიქრობენ რა მსხვერპლს იღებენ მარადიული სიყვარულისთვის.
მხოლოდ ის ყვავილი იხარებს, რომელზეც ზრუნავენ.
მხოლოდ ის ხე ნაყოფობს, რომელსაც მზრუნველი მებაღე უვლის და მხოლოდ ის სახლია ბედნიერი, რომელშიც სიყვარული ცხოვრობს.
ყველა სირთულე, ყველა წინაღობა, ყველა ეკალ- ბარდი, ყველა ბოროტი მხოლოდ გა
თუ გიყვარს მოუფრთხილდი...
თუ გიყვარს არ დაღალო,
თუ გიყვარს, თვალზე ცრემლი
წამითაც არ აკარო...
თუ გინდა გაახარო,
გიყვარდეს მთელი გულით,
ღმერთამდე მიიტანე,
გრძნობები წრფელი სულით...
თუ გიყვარს დააფასე,
დარდებით არ აწამო,
ვარდები მოუფინე,
ეკლებზე არ ატარო...
გჯეროდეს, უერთგულე,
ფიქრითაც არ დაკარგო,
სამყაროს მიეტოლე,
გრძნობები არ დამალო...
თუ გიყვარს,გიხაროდეს...
ითვალე მაჯის ცემა,
არასდროს მოგბეზრდება
ფერება,მისი ცქერა...
გიყვარდეს ღვთის კარამდე,
იგრძენი ნეტარება,
ყოველ წუთს რომ ხედავდე,
ვინც გიყვარს, გენატრება.
თუ გიყვარს მოუფრთხილდი,
თუ გიყვარს არ დაღალო,
თუ გიყვარს თვალზე ცრემლი,
წამითაც არ აკარო...!
_________ როცა მიხვდები რომ არანაირ ემოციას აღარ იწვევს შენში ადამიანი, როცა მიხვდები, რომ აღარ გენატრება , როცა აღარ იდარდებ, როცა მიხვდები , რომ ყველა იმედი გაგიცრუეს , ყველაფერი ჩამოგინგრიეს რაც შენში არსებობდა , როცა ყველაფერი გაგისულერთდება მერე მიხვდები, რომ შენი თავი იპოვე და ეს იქნება ახალი ბედნიერების დასაწყისი , როცა შენს თავს აირჩევ