Предыдущая публикация
თუ გიყვარს არ დაღალო,
თუ გიყვარს, თვალზე ცრემლი
წამითაც არ აკარო...
თუ გინდა გაახარო,
გიყვარდეს მთელი გულით,
ღმერთამდე მიიტანე,
გრძნობები წრფელი სულით...
თუ გიყვარს დააფასე,
დარდებით არ აწამო,
ვარდები მოუფინე,
ეკლებზე არ ატარო...
გჯეროდეს, უერთგულე,
ფიქრითაც არ დაკარგო,
სამყაროს მიეტოლე,
გრძნობები არ დამალო...
თუ გიყვარს,გიხაროდეს...
ითვალე მაჯის ცემა,
არასდროს მოგბეზრდება
ფერება,მისი ცქერა...
გიყვარდეს ღვთის კარამდე,
იგრძენი ნეტარება,
ყოველ წუთს რომ ხედავდე,
ვინც გიყვარს, გენატრება.
თუ გიყვარს მოუფრთხილდი,
თუ გიყვარს არ დაღალო,
თუ გიყვარს თვალზე ცრემლი,
წამითაც არ აკარო...!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4