ადამიანების უმრავლესობას მხოლოდ ნათქვამი ,, მიყვარხარ,, გონიათ სიყვარულის ანიც, ბანიც და ჰოეც. არადა ამ ,,მიყვარხარს,, ისე რუდუნებით უნდა მოუფრთხილდე, ჩვილი ბავშვივით ეფერო,
იზრუნო,
გამუდმებულად უმაგრო საძირკველი,
აშორო ეკალ-ბარდი სიცოცხლე რომ შეუნარჩუნო და ზარდო,
ზარდო,
ახარო და გიხაროდეს.
მარადიული სიყვარულის არარსებობაზე წუწუნებენ და იმას კი არ ფიქრობენ რა მსხვერპლს იღებენ მარადიული სიყვარულისთვის.
მხოლოდ ის ყვავილი იხარებს, რომელზეც ზრუნავენ.
მხოლოდ ის ხე ნაყოფობს, რომელსაც მზრუნველი მებაღე უვლის და მხოლოდ ის სახლია ბედნიერი, რომელშიც სიყვარული ცხოვრობს.
ყველა სირთულე, ყველა წინაღობა, ყველა ეკალ- ბარდი, ყველა ბოროტი მხოლოდ გამოცდაა.
თუ მართლა უყვარხარ ყველაფერს გაუძლებ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев