·
და ეს მათთვის, ვინც დედას ვერ ულოცავს...
🌸
ღმერთო,
დედაჩემს მიულოცე,
შენთან რომ არის,
ცისფერ კაბაში
გაზაფხულად,
თეთრ დარდს ატარებს,
ის მშვიდი ქალი,
მზის მშვენებით,
იდუმალ მთვარით,
მოწყენილია,
ცის სინათლე გადააფარე.
ღმერთო,
დედაჩემს მიულოცე,
სანთელ უქვრება,
შვილით ნატკენი სამოსიდან
ძვლები აწუხებს
და იმ ქალს, ღმერთო
თვალზე ცრემლი თუ არ უშრება,
დედაჩემია მზისფერ აზრით,
ია აჩუქე.
ღმერთო,
დედაჩემს მიულოცე,
წამწამ დახრილი
ჩუმად ლოცულობს,
ისე ჩუმად,
თითქოს არ სუნთქავს,
შევერცხლილია დედაჩემი,
ოდნავ დაღლილიც,
შენთან ყოფნა სურს,
გეფიცები,
იქნებ არც უთქვამს.
შენს დიდრონ პეშვში
მოიმწყვდიე
სულის სიმებით,
თავად შეიგრძნობ,
ამაოა ეს გაფრთხილება
და ჩასჩურჩულე,
რომ სევდიან ღამის წვიმებით
იის ამოსვლა დააჩ
სულ რამდენი გაზაფხული დაგვრჩა ნეტავ,
სულ რამდენი მზის ამოსვლა, დაისი,
სანამ ქვეყნად ერთმანეთი გაგაჩნიათ,
სიყვარული არ გადადოთ ხვალისთვის!
ქალი ალუბლისფერი ბაღიდან
გაგრძელება 2
პარასკევი საღამო იყო. დაღლილი მოვდიოდი სამსახურიდან, თან მთელი დღე ქირურგზე ვფიქრობდი. ორი საათი გავატარე უძრავი ქონების სააგენტოში, ჩემი ბინის გაყიდვა გადავწყვიტე. მითხრეს, რომ ოროთახიან ბინაში ორმოცი ათასამდე დოლარს ავიღებდი. ეს ოპერაციისთვის საჭირო ყველა წვრილმანს ეყოფოდა. რაც შეეხება ქოხის ყიდვას, საჭირო არ არის, აქაც კარგად შეიძლება საოპერაციოს მოწყობა. ბოლოს და ბოლოს, ამხელა სახლი მაქვს, ოთხოთახიანი აგარაკი თავისი მანსარდით. რაც დარჩება, იმ ფულს შევინახავ, დანაზოგი ხომ დაგვჭირდება.
ამ ფიქრებში სახლს მივუახლოვდი. თითქოს რაღაცამ მაიძულა, თავი მაღლა ამეწია და გვერდზე გამეხედა. მოულოდნელად ჩემკენ მთელი სისწრაფით მომავალი მანქანა დავინახე, არა, მანქანა
ქალი ალუბლისფერი ბაღიდან
დასაწყისი 1
ამწუთას ოცდაცამეტი წლის ვარ. აქედან ათი წელი სარეკლამო სააგენტოში გავატარე, თოხარიკი ცხენივით დავრბოდი აღმა-დაღმა, რათა დამკვეთები მეშოვა და ჩემი წილი პროცენტები მიმეღო. ცუდად არ გამოვიმუშავებდი, თვეში ათას ლარამდე გამომდიოდა, მაგრამ წინ მაინც ვერ წავიწიე, ხელმძღვანელ თანამდებობამდე ვერ გავქაჩე. ბინაც მაქვს თბილისში, დიდი ხანია, გაქირავებულია, იქიდანაც ვიღებ ორას დოლარს. ასე რომ, უფულობას არ ვუჩივი. გათხოვილი არ ვყოფილვარ, მაინცდამაინც არც ახლა ვიკლავ ამაზე ფიქრით თავს, თუმცა მამაკაცი არ მაწყენდა. ცხოვრებაში ერთხელ ვცადე ოჯახის შექმნა და ბოლო მომენტში, როცა უკვე დანიშნულები ვიყავით, საკუთარი სურვილით ვთქვი უარი კარს მომდგარ ბედნიერებაზე. მქონდა მიზეზი.
ლა
სიბნელეს ყოველთვის, ნათელი მოსდევს,
მთვარის სიბნელეს, მზის გაბრწყინება.
შენი ჩრდილი ვარ მფარველად რომ გსდევს.
შენ სიყვარულის გადმოდინება.
პირველად ნათქვმ მიყვარხარს ვეტრფი,
პირველად კოცნას შენსასას, უნაზესს.
ჩამეხუტე და უთქმელად შეკრთი,
შენს კარგად ყოფნას ვთხოვ უზენაესს.
ისე ძლიერად ჩამიწვდი სულში,
ისე ძლიერად გაიდგი ფესვი.
და შენი გული ფეთქავს ჩემს გულში,
და უკვდავების სასმისიც შევსვი.
შენდამი გრძნობა უკვდავებაა,
სილამაზის და გრძნობების ღმერთო.
შენი ღიმილი სახარებაა,
მხოლოდ შენ გეტრფი, შენ ერთადერთო.
სიყვარულის და იმედის სახლო,
გულის მფარველო ჩემო ანგელო.
ვერავინ შეძლებს ხელი რომ გახლოს,
შენ ჩემი გულის, სულის სანთელო. /ლაშა კალანდაძე/
521876299621

mzia kapanadze

იწამე სამყაროს სხვა თვალით შეხედე, არ გინდა გულცივი ფერები. აფრქვიე სითბო და სიკეთე, უფლის გზა არჩიე ვედრებით. ზოგჯერ თუ გგონია დამარცხდი, უფალს ნუ მიუძღვნი სამდურავს. შენში ეძიე მიზეზი, მოყვასის სიკეთე რად გთრგუნავს. ილოცე მუხლმოყრით ხატებთან, მოინანიე ცოდვები. გწამდეს სიკეთის და სითბოსი, გწამდეს ოცნებების ახდენის. სიყვარულს დაუთმე გული და შური მოიშორე თავიდან. უფალი მოწყალეა ყოველთვის, გწამდეს რომ ყოველთვის დაგიცავს... 11.12.2022 მზია კაპანაძე
Показать ещё