აბა რად მინდა ისეთი გული, თუ არ ეტკინა სხვისი ტკივილი, თუ სისხლს აუმღვრევს
სხვების ბაგეზე, ბედნიერების ლაღი ღიმილი. სითბოთ დაცლილი გული რად მინდა,
თუ სხვის ტირილზე მე გავიცინე, თუკი შეურევს ძარღვებში ბალღამს, თუკი
ცოდვებით სულს დამიმძიმებს. სიბრალულს თუკი არ მაგრძნობინებს, სხვის
კერიაზე ცრემლების წვიმა, რის მაქნისია აბა ის გული, სისხლის წვეთები თუ არ
დასცვივა. თუ ჩაურაზავს კარებს სიხარულს, ბოროტებასთან დამაძმობილებს, თუ
სისხლში შხამის წვეთებს შეურევს––- და სიკეთის ქმნას დამათმობინებს. თუ
სიყვარულის ძალას ვერ ვიგრძნობ, თუ ამ სიყვარულს სხვას ვერ გავუყოფ,
გადავუნასკვავ ასეთ გულს ძარღვებს–– და სიცოცხლის შუქს თვითონ ჩავუქრობ
გვიან იქნება, როცა მართლა მოგენატრები,
როცა მიხვდები, ჩემგან წასვლით რა დაგიკარგავს,
მოგენატრება სევდიანი ჩემი თვალები,
ჩემი ბაგედან წარმოთქმული სიტყვა "მიყვარხარ."
გვიან მიხვდები იმ გათელილ სავალ-ბილიკებს,
ჩემამდე მოსვლას ნურასოდეს დაელოდები,
შენი წარსულით შემორჩები მწარე ტკივილებს
და ყოველ ღამე ჩემზე ფიქრებს დაემონები.
მთვარიან ღამეს მობარბაცე შენი აჩრდილი,
ნაცნობ ადგილას ჩვენ შეხვედრას თუ გაგახსენებს,
მაშინ მიხვდები, დაგიკარგავს გულის ნაწილი,
გზა გააგრძელე და ჩემ სახელს ნუღარ ახსენებ.
ყველა შეცდომას, ყველა ცოდვას ღმერთი დაგითვლის,
უფლის წინაშე "სამსჯავროზე" როცა წარსდგები,
მე უშენობა, არ იდარდო, მალე გამივლის,
მაგრამ ჩემსავით შენ არავის შეუყვარდები
ის ადამიანი გაყენებს ყველაზე დიდ ტკივილს, ვისგანაც ყველაზე დიდ სიყვარულს ელოდი. ის ადამიანი განგრევს, რომელიც საყრდენი გეგონა.ის ადამიანი გტოვებს, რომელსაც ყველაზე დიდი ადგილი დაუთმე გულში, სულში და ცხოვრებაში.იმ ადამიანს მოაქვს ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რომელიც იმედი იყო შენთვის. ცხოვრება ზღაპარი არ არის. ცხოვრება იმედგაცრუებებთან, ტკივილებთან, მარტოობასთან ბრძლოლაა _ ბრძოლა ბედნიერებისთვის, რომელიც აუცილებლად მოვა, თუ არ დანებდები.