-შვილებს არ ესროლოთ,დედები აქ ვართ......
===============================
უფალო,შენ ისევ გდევნიან,
დედებმა შეწყვიტეს ნანა,
შენს სახლში ახლა ჩვილს ესვრიან,
რამდენი ტკივილი,ტანჯვა...
თვალს ვხუჭავ და სისხლის გზებია,
ნეტავი შემეძლოს წასვლა,
იქ უამრავი პატარა ცეცხლშია,
დაწვეს და მეც ვიწვი მათთან.
იქ დედებს შვილები მოუკლეს,
იქ მამაებს თავს კვეთენ ახლა,
იქ უმოწყალოდ ჩეხავენ რწმენისთვის,
უფალო,დაიწყო ტანჯვა?!
მარიამ,შენ დახვდი ზეცაში ასულებს,
შვილებო,რა გიყოთ,რა ვქნაააა,
ნეტავი შემეძლოს ხმა მაღლა ვიკივლო-
-შვილებს არ ესროლოთ,დედები აქ ვართ......
დიკა სალაყაია