შობა გათენდება, ისევ დავფიქრდები,
რამდენს მფარველობდი უფალო.
რამდენ იარაზე სული შემიბერე,
გზები არ მერევა, სულ მწყალობ!
ზღვაზე გამიყვანე, შენი ხელისგულით,
როცა ჩაიძირა ნავები.
კალთა აიკეცე, გულზე მომეჩრდილე,
როცა ცეცხლს აფრქვევდნენ ქარები.
იყო სიხარული, იყო ცრემლის ფრქვევა,
ბუდეალეწილი თვალები...
მაგრამ, ისევ შენით, ისევ შენი რწმენით,
ღვთიურ მეწეოდნენ ძალები.
მე რომ გამეძლო და ახლა, ამ შობაზეც,
ლოცვით რომ ამენთო სანთელი.
გმადლობ, შენ უფალო! გმადლობ, ზეციერო!
გულით დამაქვს შენი სახელი...
ისევ დაიბადე, ისევ სიხარულის,
ჩვენთვის გაიმეტე ზარები.
ავი აგვარიდე, ზვავი აგვაცილე,
შენთვის სულ ღია გვაქვს კარები.
გულში დაიბადე, დიდი მოწყალებით,
ჩემს ჭერს უმასპინძლე ამ ღამით.
ისევ თავიდან