რამდენს მფარველობდი უფალო.
რამდენ იარაზე სული შემიბერე,
გზები არ მერევა, სულ მწყალობ!🙏
ზღვაზე გამიყვანე, შენი ხელისგულით,
როცა ჩაიძირა ნავები.
კალთა აიკეცე, გულზე მომეჩრდილე,
როცა ცეცხლს აფრქვევდნენ ქარები.🙏
იყო სიხარული, იყო ცრემლის ფრქვევა,
ბუდეალეწილი თვალები...
მაგრამ, ისევ შენით, ისევ შენი რწმენით,
ღვთიურ მეწეოდნენ ძალები. 🙏
მე რომ გამეძლო და ახლა, ამ შობაზეც,
ლოცვით რომ ამენთო სანთელი.
გმადლობ, შენ უფალო! გმადლობ, ზეციერო!
გულით დამაქვს შენი სახელი...🙏
ისევ დაიბადე, ისევ სიხარულის,
ჩვენთვის გაიმეტე ზარები.
ავი აგვარიდე, ზვავი აგვაცილე,
შენთვის სულ ღია გვაქვს კარები.🙏
გულში დაიბადე, დიდი მოწყალებით,
ჩემს ჭერს უმასპინძლე ამ ღამით.
ისევ თავიდან და ისევ ბედნიერად,
მოვყვე ქრისტეშობის ამბავი!🙏
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев