სამკურნალო წერილები
სამკურნალო წერილები + -
წლობით მტკიოდა კუჭი. ბოლოს გასტროფიბროსკოპი გადამაყლაპეს და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დიაგნოზი დამისვეს.
სად არ მივედი, რით არ ვიმკურნალე... გამუდმებით დიეტაზე ვიყავი, მაგრამ შედეგი ყოველთვის ხანმოკლე გახლდათ. გამოგიტყდებით, ეს ნაწილობრივ ჩემი ბრალიც იყო - დროდადრო დიეტასაც ვარღვევდი და არც მკურნალობა მიმყავდა ბოლომდე.
ჩემს წამებას მეზობლის სოფლიდან ჩამოსული დეიდა შეესწრო, ჩაიღიმა და მითხრა, წყლულის ისეთ წამალს გასწავლი, თავის დღეში აღარ შეგაწუხებსო. ვისაც ვასწავლე, ყველა კმაყოფილია, სცადე, ეგებ შენც მოგიხდესო.
ვცადე და მოხდა სასწაული - ტკივილი უკვალოდ გაქრა. იმ კეთილშობილ ქალბატონს მას შემდეგ აღარ შევხვედრივარ, მინდა, ასე მაინც გამოვხატო მისდა
გაბრიელ ბერის ანდერძი:
'მარად მკვდარი არ გეგონოთ,მე საფლავში ცოცხალი ვიქნები. ბოდბეში წმინდა ნინო წევს გაუხრწნელად და მირონი სდის და აი, აქ მე ვიქნები. მე რომ გარდავიცვლები, აქ ნახევარი საქართველო მოვა. ქრისტემ ლაზარე აღადგინა და ის გაუჭირდება, რომ მე აღმადგინოს? თქვენ ვერ დამინახავთ, მაგრამ ითხოვეთ ღვთისგან და ლოცვას არ დაგაკლებთ, რომ ღმერთი ყველას შეგეწიოთ...
თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს, დევნა ყველგან იქნება, ანტიქრისტე ყველგან გამეფდება, მხოლოდ საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს! საქართველოს მარიამ ღვთისმშობელი დაიფარავს, მისი წილხვედრია. აქ ნაკლები დევნა იქნება, ოღონდ ცალ-ცალკე ნუ იქნებით, ათი ან მეტი იყავით ერთად, ერთმანეთს უნდა შეეშველოთ დევნის დროს, ნუ შეგეშინდებათ, როდესაც გაგიჭირდებ