უკვე მერამდენედ რაღაც შემეშალა,
ღმერთო,მერამდენედ გთხოვო პატიება,
ყოველ შეცოდების და ამ ტკივილების,
გონებას არ ძალუძს გულში მოძიება.
უკვე მერამდენედ სული გავაშიშვლე
მარწუხს გაუწურავს რწმენა სახვალიო,
ღმერთო,როგორ გთხოვო ისევ პატიება,
როგორ მოვახერხო დარდმა არ დამძლიოს.
უკვე მერამდენედ "ვხედნი" საკუთარ "მეს",
თურმე შეცდომებზე სწავლა რა რთულია,
როცა ძლიერ გინდა რაღაც დაივიწყო,
ღმერთთან დაჩოქება,ცრემლის ღვრა გწყურია.
უკვე მერამდენედ უნდა მაპატიო,
ვიგრძნო ,რომ ჩემთან ხარ,დავთრი ამერია,
როცა ვერ ვიყუჩებ ჩემში სინდის-ნამუსს,
ანაზდად იღვიძებს გიჟი აგრესია.
უკვე მერამდენედ უნდა დავიღალო,
იმედს მომავლისას რწმენა დაელია,
ღმერთო,კიდევ ერთხელ სული გამიყუჩე,
შენამდე ღირსეულად მოსვლა რა ძნელია...