Не завидуй и Не злись... БОГУ молча поклонись!... Что здоров ТЫ, сыт, одет... и живёшь вдали от бед... Остальное - это жизнь!... Что БОГ дал - за то держись!!!
" – ეს ვისი ნაკვალევია უფალო?
– ეს შენს მიერ განვლილი ცხოვრების გზაა შვილო ჩემო!
– კი მაგრამ, ეს მეორე ნაკვალევი ვიღასია?
– ეს ჩემი ნაკვალევია, მე ხომ მთელი ცხოვრების მანძილზე შენთან ვიყავი!
– და მაინც მიგიტოვებივარ უფალო, ზოგჯერ სილას მარტო მიუყვება კვალი ჩემი...
– შენ ცდები შვილო ჩემო!.. მარტო მიმავალი კვალი ჩემია, შენი ცხოვრების უმძშიმეს წუთებში ხელში აყვანილი რომ დამყავდი!.. "
“ერთი ძველი მეზღვაური გვეწვია ტაძარში და ასეთი რამ გვიამბო მამა გაბრიელის შესახებ:
იქნებოდა 1993 წელი. გერმანიაში ჩავედი მანქანის შესაძენად და საკმაოდ დამღლელი მგზავრობის შემდგომ, როგორც იქნა, საქართველოს საზღვრები გადმოვლახე. აი უკვე მცხეთაშიც შემოვედი. ბინდდება. უჟმური ამინდია, თოვლჭყაპია. მოულოდნელად ვხედავ, ვიღაც დგას გზის პირას, ჩაცმულობით გლახაკსა წააგავს. გავცდი, არ გავუჩერე. ვფიქრობ ჩემთვის: ”ჩასვი ეხლა ამ ახალ მანქანაში ეს საცოდავი, აგიყროლებს მანქანას…არა, არ გავუჩერებ”. მაგრამ 700-800 მეტრი, რომ გავიარე, სინდისმა ქენჯნა მიყო, მოვაბრუნე მანქანა და უკან დავბრუნდი. ჩავისვი უცნობი. შევხედე და მიჭირს გავარჩიო ჩაცმულობის გამო, გლახაკია თუ სასულიერო პირი, გახამებული, დაკერებული სამოსი ა