სიყვარული ტკივილითა და სიხარულით სავსე ბედნიერებაა. ბედნიერება რომლის გარეშე სიცოცხლეს აზრი არა აქვს. არ არსებობს სიყვარულზე უფრო ამაღლებული, სულსავსე, მშვენიერი და დიდებული გრძნობა. მე ვინ ვარ ვინმეს რამე ვურჩიო, მაგრამ მაინც გთხოვთ, არასდროს დაკარგოთ
ის ადამიანი, ვისაც სუნთქვაზე მეტად უყვარხართ, რომელიც მზადაა საკუთარი თავიც კი გასწიროს თქვენი ბედნიერებისთვის. ხელი ჩასჭიდეთ მას ვისთვისაც მთელი სამყარო ხართ. თქვენი უგულობით, არასდროს აიძულოთ ის თქვენგან წავიდეს, რამეთუ ადამიანი, რომელსაც ასეთი სიყვარული შეუძლია, უკან აღარასოდეს ბრუნდება. სიყვარული ერთადერთი გრძნობაა, რომლისთვისაც ღირს ეს ცხოვრება.
გიყვარდეთ ერთმანეთი, გულში ჩაიკარით საყვარელი ადამიანი და რაც შეიძლება ხშირად უთხარით თუ როგორ