Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
თაბორის მთიდან მობერილი მადლი გფარავდეთ,
უფლის წყალობა ყოფილიყოს თქვენი თანმდევი,
მთელი ცხოვრება და სიცოცხლის ბოლო წამამდე.
ბედნიერება ქცეულიყოს თქვენს თანამგზავრად
და თქვენს ბილიკებს მზე იმედის სხივით ქარგავდეს,
ყველა ტკივილი შეცვლილიყოს სიხარულით და
ბედნიერება გაგყოლოდეთ ზეცის კარამდე.
გქონოდეთ ხვავი და ბარაქა უფლის წყალობით,
იმრავლეთ ისე, რომ არავის აღარ კარგავდეთ,
აგსრულებოდეთ ჩანაფიქრი ყოველ თქვენგანს და
ცრემლის გარეშე მიგეღწიოთ თქვენს მწვერვალამდე.
იმედიანი მომავალი გაგბრწყინვებოდეთ
და ყველა თქვენგანს სულიწმიდის მადლი გფარავდეთ,
გეცხოვროთ რწმენით და შეგეცნოთ ჭეშმარიტება,
ჭეშმარიტება სიყვარულის ნატერფალამდე.
ქეთი ალასანია.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5