added February 2 at 20:50
- Like39
added February 2 at 13:06
1.“ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს ატირდება. ”
2. ადამიანი მხოლოდ იმას აფასებს, რასაც ჰკარგავს და რასაც ხელახლა ჰპოულობს.
3.მოუსმინეთ, მაგრამ მხოლოდ თქვენს საკუთარ თავს დაუჯერეთ!
4. დალიეთ! დალიეთ მაგრამ ნუ გაილეშებით. გაიცინეთ, მაგრამ ცხენივით ნუ აჭიხვინდებით, იმღერეთ, ოღონდ ნუ აბღავლდებით, შეიყვარეთ, მაგრამ ნუ გახელდებით და ქვეყნის ბედს თქვენს ხოშზე ნუ ჩამოჰკიდებთ.
5.“ადამიანი ერთსა და იმავე ალაგას მეორეჯერ აღარ წაიქცევა, მაგრამ სამაგიეროდ, ყოველი ნაბიჯი წასაქცევი ალაგია და ამიტომ ნურავინაც ნუ დაიფიცებს ამას იქით აღარ წავიქცევიო.”
6. ნუ შეუშინდებით შეცდომას, ვინაიდან მარტო ბრმა მერწყული ვირი არ შეცდება ხოლმე, შეჩვეულ ბილიკს ერთი ნაბიჯით არ გადასცდება, ხოლო თვალხილული ადამიანი მუდამ
- Like14
added February 2 at 13:00
თებერვალი
დღენაკლული დაიბადა თებერვალი,
ხეში წყალი რადგან ადრე ჩაიღვარა...
თებერვალი არის ასე, ერთი ცალი
გაზაფხულს რომ დღე აჩუქა ნაბოლარა...
ყვავილებს რომ აყვავება მოასურვა,
მიწას ფრთხილად საკინძე რომ გადაუხსნა...
თებერვალმა სითბო სადღაც მოიპარა,
ღობის ძირას ენძელებს რომ გადაუსხა...
ჩიტებისგან ცას უქსოვა სიხარული
და ჭიკჭიკით სიყვარულად დაიღვარა...
თებერვალმა შეიყვარა გაზაფხული
და უფალთან სიყვარული აღიარა...
თებერვალმა დააჩოქა სიმარტოვე,
სიცივე და თოვლი აღარ დაიტოვა...
თებერვალო, შენგან სითბოს ვისახსოვრებ,
გულში ბევრი სიმშვიდე რომ დამიგროვდა...
მან უსიტყვოდ გაიმეტა დღეები და,
მარტისათვის ხელი აღარ შეუშლია...
იცით,რატომ მიყვარს ასე თებერვალი?!
სხვისთვის სულის დათმობა რომ შეუძლია!
და იმიტ
- Like12
added February 2 at 01:40
added February 1 at 14:20
added February 1 at 14:04
added February 1 at 14:00
added February 1 at 13:59
***
გაგიჟდაო, მერე ვიღაც იტყვის,
ზამთრის სუსხში იებს სთხოვსო გამვლელს,
ყველა ნაბიჯს დაუთვლიან თითქმის,
აბა ქვეყნად ავის მთქმელს რა დალევს.
გაგიჟდაო, სიყვარულის ალით,
იტყვიან და დააყრიან ქილიკს,
მთვარის შუქზე ლოცულობსო ღამით,
უსინათლოს დაჰყვებაო ბილიკს.
მიუკრავსო გვირილები ბღუჯად,
ცრემლ-გამშრალი უღიმისო წყვილებს,
დარდისაგან თუ დარჩაო მუნჯად,
არ ელისო უკვე დანაპირებს.
თოვლის კვალში დღეს ყვავილებს სთესდა,
გაგიჟდაო, დასდევს მტრედის ხუნდებს,
ალბათ გლახა ეგონება ბევრს და,
იებისთვის გაუწვდიან ხურდებს.
/ნანა მეფარიშვილი/
loading...
Show more