„სადაც არ უნდა იყო, მუდამ ესაუბრე ქრისტეს, ღვთისმშობელს, ანგელოზებს, წმინდანებს და უთხარი რაც გინდა. მაგალითად: „ღმერთო ჩემო ან დედაო ღვთისა, შენ ხედავ ჩემს განწყობას, გთხოვ დამეხმარე!“ მუდამ ასე უბრალოდ და მდაბლად ელაპარაკე მათ და სთხოვე, რაც გაწუხებს, მერე კი ილოცე: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე.“
ძალა არ შემწევსო იტყვი და,
მაინც გააგრძელებ გზას...
ღმერთო,სადა ხარო იტყვი და,
გულში ჩაიხუტებ ჯვარს...
მუხლი მეტკინაო, იტყვი და,
წყლულებს ჩამორეცხავ კანს...
ჩამობნელდებაო იტყვი და,
მზისკენ გააპარებ თვალს...
როგორ მომწყურდაო,იტყვი და,
წვეთად შეაგროვებ წყალს...
ბოლო იმედს ჩავეჭიდებიო-
ბნელში სინათლისფერ კვალს...
ხმაც კი მიწყდებაო იტყვი და,
ხელით მოისინჯავ ყელს,
ღმერთი არ არისო იტყვიან-
შენ რომ დაინახავ ღმერთს...
აი,მაშინ მოვა სიმშვიდე-
თავს დაახრევინებს მთებს!