Предыдущая публикация
ამას არ ჭირდება დამტკიცება,
ახნა- განმარტება , ნოტაცია .-
ჩემი სყვარულის ლოკაცია
მაგ შენ ტუჩებზე და ლოყაზეა .
ჩემი სიყვარული რომ გაცვია ,
სხვაგან სად ვეძებო ლოკაცია?!
შენზე იფიქრებენ , ქალღმერთია .
ჩემზე იფიქრებენ- ლომკაცია .
ჩემი მონატრება ისეთია ,
ბევრჯერ გულის წვერი მომკაწრია.
ვერ შემაცვლევინებთ ლოკაციას!
და ნუ მიმანიშნებთ - დრო მკაცრია!
ამას არ ჭირდება დამტკიცება,
ახნა- განმარტება , ნოტაცია .-
ჩემი სყვარულის ლოკაცია
მაგ შენ ტუჩებზე და ლოყაზეა .
ალეკო ჩინჩალაძე . 08 . 10 . 19 .
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев