Предыдущая публикация
-
-როგორ შევიკრავ ხალათს ან და პიჯაკს უღილოს!?
უმთვარო ღამე რა ღამეა...სახლი- უქალო!
რის მაქნისია ცარიელი ქვევრი- უღვინო!
ვერ იმოძრავებს , ხომ , სხეულში სისხლი უძარღვოდ?
მზემ დედამიწას ღრუბლებიდან როგორ უღიმოს?
არაფერია ეზო-კარი მშვიდი , უძაღლო.
ძაღლი ეზოში უნდა ებას . უცხოს უღრინოს .
ღმერთო! მომმადლე ოჯახები ქალით , ბალღებით!
გული საგულეს დამიტოვე . ღილი - საღილეს!
გამიფერადე გაზაფხულზე ისევ ბაღები!
მასიხარულე ცრემლებამდე და გამაღიმე!
ალეკო ჩინჩალაძე . 02 . 11 . 20 .
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1