Предыдущая публикация
(გალაკტიონი)
საით წაგიყვანს გზები , ვინ იცის.
საით წაგიყვანს ქნარი ჰამლეტის?
სამხრეთისაკენ. ან და პირიქით,
დასავლეთით , თუ აღმოსავლეთით .
შემოდგომაა . არსად წახვიდე!
ჩურჩხელებია ამოსავლები .
ღამის სიბნელე ფხიზლად დავხვრიპე .
გათენდა .
იწვის აღმოსავლეთი .
მზე შუბისტარზე უკვე დამდგარა .
დუმს საწნახელი ფეხით ნაცვეთი.
მიყვარს თათარა , ოღონდ სხვაგვარად-
ჩურჩხელებიდან სინზე ნაწვეთი .
შენივთებია ტყეს მონასტერი
წასვლა თუ გინდა , თვალით მანიშნე .
გიყურებ კრძალვით და მონატრებით .
შემოდგომაა .
ჯერ ვერ გაგიშვებ!
ალეკო ჩიჩალაძე . 28 .09 . 20 .
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев