Предыдущая публикация
შემოდგომაა.
ახლა ეგ თმები
დაუსრულებლად ქართან ომშია .
იცი თუ არა , მე რომ მწყურია
და შენთან ყოფნა ახლა რომ მშია?!
დღეს აირევა რიტმი მუსიკის.
აწყობილ სიმებს განგებ მოშლიან.
ქარი ულმობლად მიერეკება
და არ ვაბიჯებ ფოთლებს მოშრიალთ .
ამოგბურცვია მკერდზე ბორცვები.
ეგ ძუძუები მკვრივი კომშია .
ჯერაც უმწიკვლო ჩუმად მაჩვენე
სანამ უხედად დაგილოშნიან!
ახლა კი ურჩად ქართან თამაშობ.-
ეგ სილამაზე მთავარ როლშია .
ხდება ასედაც. არის წუთები,
როცა ყველაფრის ფასი გროშია.
მე ველოდები , ხვალ რა იქნება.
გატრუნული ვარ , როგორც გოშია .
იცი თუ არა , მე რომ მწყურია
და შენთან ყოფნა ახლა რომ მშია?!
ალეკო ჩინჩალაძე . 20 . 10 . 20 .
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев