როგორც დათვი ბუნაგიდან..... დღე იკლებს და ამავე დროს უცნაურად ზანტდება . იწურება შემოდგომა და ნელ-ნელა ზამთრდება . გატკბა უკვე ბუხრის პირას ჯდომა , ცეცხლის დანთება . ღვინოს დავლევ მე იმ კაცთან, ვინაც არ დამზარდება. ნასვამს ტურფა გაზაფხული უფრო მომენატრება. როგორც დათვი ბუნაგიდან ველი გამოზამთრებას . ალეკო ჩინჩალაძე . 19 . 11 . 20 .
გზას მიუყვება მდინარე ლაღად, სანამ მთაშია - კლდიანს და ქვიანს . შემოდგომაა და როგორც წინათ, ხეებს ფოთლები სცვივა და ჰგვიან. საოცარია , მაგრამ ასეა, შენ მონატრებას სახელი ჰქვია . თუმცა ღამეა , ადრეა ისევ. სიყვარულისთვის არ არის გვიან. დრო შეიცვალა , უბრალოდ, ცოტა. ახლა სხვაგვარი ქარები ქრიან. მინდიასავით ვთესავ სიყვარულს . მერე რაა, თუ უცხონი მკიან. ალეკო ჩინჩლაძე . 15 . 11 . 20 .
რამდენ რამეზე ამეხილა თვალი , უფალო!- -როგორ შევიკრავ ხალათს ან და პიჯაკს უღილოს!? უმთვარო ღამე რა ღამეა...სახლი- უქალო! რის მაქნისია ცარიელი ქვევრი- უღვინო! ვერ იმოძრავებს , ხომ , სხეულში სისხლი უძარღვოდ? მზემ დედამიწას ღრუბლებიდან როგორ უღიმოს? არაფერია ეზო-კარი მშვიდი , უძაღლო. ძაღლი ეზოში უნდა ებას . უცხოს უღრინოს . ღმერთო! მომმადლე ოჯახები ქალით , ბალღებით! გული საგულეს დამიტოვე . ღილი - საღილეს! გამიფერადე გაზაფხულზე ისევ ბაღები! მასიხარულე ცრემლებამდე და გამაღიმე! ალეკო ჩინჩალაძე . 02 . 11 . 20 .
დილა მშვიდობისა ! მზე გამობრწყინდა, თითქოს ზეცამ გაჰკრა ასანთი . ნათელი დღეა და პრიალებს გზაზე ასფალტი. სურვილებს ჩემსას უფლის მკერდზე ნაზად დავსვამდი. მოფერება მსურს მე ყველასი ბევრჯერ ნაცადი. და მოჩანს ჩემგან ეკლესიის ხედი- ფასადი. ალეკო ჩინჩალაძე . 26 . 10 . 20 .
შემოდგომის ქარში შემოდგომაა. ახლა ეგ თმები დაუსრულებლად ქართან ომშია . იცი თუ არა , მე რომ მწყურია და შენთან ყოფნა ახლა რომ მშია?! დღეს აირევა რიტმი მუსიკის. აწყობილ სიმებს განგებ მოშლიან. ქარი ულმობლად მიერეკება და არ ვაბიჯებ ფოთლებს მოშრიალთ . ამოგბურცვია მკერდზე ბორცვები. ეგ ძუძუები მკვრივი კომშია . ჯერაც უმწიკვლო ჩუმად მაჩვენე სანამ უხედად დაგილოშნიან! ახლა კი ურჩად ქართან თამაშობ.- ეგ სილამაზე მთავარ როლშია . ხდება ასედაც. არის წუთები, როცა ყველაფრის ფასი გროშია. მე ველოდები , ხვალ რა იქნება. გატრუნული ვარ , როგორც გოშია . იცი თუ არა , მე რომ მწყურია და შენთან ყოფნა ახლა რომ მშია?! ალეკო ჩინჩალაძე . 20 . 10 . 20 .
ღვინობისთვეა ღვინობისთვეა!- არც ერთი დღე ამ თვეს უღვინოდ! მაჭრით გავბრუვდეთ და ერთმანეთს სულში ვუღიმოთ! ღვინობისთვეა!- არც ერთი დღე ამ თვეს უმზეოდ! იხარე , ჭერო! ხოლო , მტერო- გასკდი გულზეო! რქებაკოკრილი ნიშა ხარის ზარი ჟღარუნობს. ღვინობისთვეა!- არც ერთი დღე უსიყვარულოდ! ღვინობისთვეა!- საქართველოს თვე დაუმშვენოს! ყველა სნეულს და უიმედოს ღმერთმა უშველოს! ღვინობისთვეა!- ჩემ ქვეყანას მადლი უშენოს! არც ერთი წამი არ მაღირსო, ღმერთო, უშენოდ! ალეკო ჩინჩალაძე . 10 . 10 . 2020.
სიყრმე მიდი! კვლავაც ილაღე,, სიჭაბუკევ! სიყრმევ! ოცნებების სიმაღლევ! ოცნებების სიღრმევ! ტუჩს ვიხსენებ ნათუთარს, დროს - სილაღის , ყრმობის . როგორც ყვავილს სათუთად , ისე მოგეპყრობი . შენ თავს სხვას ხომ ვერ ვანდობ.- მიმსახურე! მიყმე! გნატრობ , ფერად- ფერადო გაფრენილო სიყრმევ! ალეკო ჩინჩალაძე . 09 . 10 . 20 .
ჩიტი გაკრთობდა ჩქამი ბნელი ღამესი. მაგ გულის ფეთქვას , ნეტავ , ვის ანდობ? ისე ახლოს ხარ, სუნთქვა ჩამესმის. თითქოს და , უნდა ჩამინისკარტო. ფრენით დაღლილი ფრთები დაკეცე. ნაზო არსებავ! სამოთხის ჩიტო! შენ გეშინია . თვალებს აცეცებ. მე არ ვარ ჩიტი და მიფრთხი მიტომ. მეც კუნაპეტი ღამე მაშინებს. და ოცნებებით ღამე დავფლითე. ჩაიჭიკჭიკებ და მიმანიშნებ.- სულ ცოტაცა და .... უნდა გაფრინდე. ზეცაა შენთვის ზღუდე- ტიხარი. ჩიტი ხარ. იფრენ მიწიდან ცისკენ. საით მიგიწევს გული ?-მითხარი. და , მაინც , ვისთან?! და , მაინც , ვისკენ?! ალეკო ჩინჩალაძე . 06 . 10 . 16 .
  • Класс
"ჰამლეტის ქნარით" (გალაკტიონი) საით წაგიყვანს გზები , ვინ იცის. საით წაგიყვანს ქნარი ჰამლეტის? სამხრეთისაკენ. ან და პირიქით, დასავლეთით , თუ აღმოსავლეთით . შემოდგომაა . არსად წახვიდე! ჩურჩხელებია ამოსავლები . ღამის სიბნელე ფხიზლად დავხვრიპე . გათენდა . იწვის აღმოსავლეთი . მზე შუბისტარზე უკვე დამდგარა . დუმს საწნახელი ფეხით ნაცვეთი. მიყვარს თათარა , ოღონდ სხვაგვარად- ჩურჩხელებიდან სინზე ნაწვეთი . შენივთებია ტყეს მონასტერი წასვლა თუ გინდა , თვალით მანიშნე . გიყურებ კრძალვით და მონატრებით . შემოდგომაა . ჯერ ვერ გაგიშვებ! ალეკო ჩიჩალაძე . 28 .09 . 20 .
Показать ещё