Предыдущая публикация
გაკრთობდა ჩქამი ბნელი ღამესი.
მაგ გულის ფეთქვას , ნეტავ , ვის ანდობ?
ისე ახლოს ხარ, სუნთქვა ჩამესმის.
თითქოს და , უნდა ჩამინისკარტო.
ფრენით დაღლილი ფრთები დაკეცე.
ნაზო არსებავ! სამოთხის ჩიტო!
შენ გეშინია . თვალებს აცეცებ.
მე არ ვარ ჩიტი და მიფრთხი მიტომ.
მეც კუნაპეტი ღამე მაშინებს.
და ოცნებებით ღამე დავფლითე.
ჩაიჭიკჭიკებ და მიმანიშნებ.-
სულ ცოტაცა და .... უნდა გაფრინდე.
ზეცაა შენთვის ზღუდე- ტიხარი.
ჩიტი ხარ. იფრენ მიწიდან ცისკენ.
საით მიგიწევს გული ?-მითხარი.
და , მაინც , ვისთან?!
და , მაინც , ვისკენ?!
ალეკო ჩინჩალაძე . 06 . 10 . 16 .
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2