Предыдущая публикация
დამისხი ღვინო!
მერე თუნდაც წყალი დამისხი .
ამისხი რამე!
მოდი, სულის მძივი ამისხი1
ამიხსნი რამეს?-
მე სიყვარულს თავად აგიხსნი.
გამიხსნი კარებს?
გულის სარკმელს როდის გამიხსნი?
დამიხსნი მტრისგან?-
მეკითხები....
მოვალ. დაგიხსნი!
ვითომ მტრედია სიყვარული,
უბეს ჩამისვი!
ალეკო ჩინჩალაძე . 07 . 10 . 19 .
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев