ჩვენო საყვარელო პატრიარქო, გილოცავთ დაბადების 85 წლის იუბილეს. <3
იხარეთ და იდღეგრძელეთ <3
ჩვენთვის ყოველთვის იქნებით თავმდაბლობის, სულგრძელობისა და მოთმინების, მიმტევებლობისა და მოყვასისადმი სიყვარულის მაგალითი. <3
მადლობა უწმინდესო სიყვარულისთვის, სიმშვიდისთვის, მიმტევებლობისათვის, გმირობისათვის❤
თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელია ჩვენი ეკლესიისა და ერის წინაშე. <3
უკვე ათეული წელია მუხლმოდრეკილი მიუყვებით ქრისტესკენ მიმავალ ბილიკებს. <3
თქვენ ქართველი ერი გულში ჩაიკარით, მოეფერეთ, ანუგეშეთ და მომავლის რწმენა დაუბრუნეთ <3
თქვენ აშენებთ სულიერ კიბეს მიწიდან ზეცამდე. <3
თქვენ ხართ ანთებული სანთელი, რომელიც გვინათებს ბნელ ღამეს <3
მახსოვს ერთხელ ბრძანეთ, არ ვიცი, როგორ გაუძლო ჩემმა გულმა ამდენ მწუხარებასო. მართალაც საოცარია, როგორ შეძელით ამდენი. ყველა ჩვენი ტკივლი, ყველა ჩვენი მწუხარება, ყველა ჩვენი ცრემლი ხომ თქვენს გულში გროვდება.
თქვენი ლოცვით მზის სხივი შემოიტანეთ ქართველი ერის გულში, გათბეთ და ქრისტეს სიყვარულით გაჟღინთეთ იგი❤
ვინ მოთვლის რამდენი ადამიანი ამოიყვანეთ ცოდვის ჭაობიდან, რამდენ ადამიანს განუკურნეთ მძიმე ჭრილობები. რამდენ ადამიანს დაუბრუნეთ სიცოცხლის სიყვარული <3
და ღმერთმა იცის რამდენი ცრემლიანი ღამე გაგიტარებიათ თვითეული ჩვენგანისათვის.
გვაპატიეთ თქვენო უწმიდესობავ, ყველა ის ტკივილი და მწუხარება რომელიც მოგაყენეთ. გვაპატიეთ ყველა ის ცრემლი, რომელიც მწარედ გადინეთ.
ღმერთმა გადღეგრძელოთ, ღმერთმა გაგახაროთ.
მრაავლჟამიერ! მრავალსა წელსა თქვენი სიცოცხლე! <3


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7