ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;
მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო;
ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო
ეს იმ ახალგაზრდებმა მინდა წაიკითხოთ, ვინც ჩვენს თაობას მონებს და გოიმებს ეძახით.
ბავშვებო ჩემო ძვირფასებო თქვენ ალბათ გგონიათ, რომ სანამ ევროკავშირის დროშებს ააფრიალებდით ჩვენ სიბნელეში ვცხოვრობდით?
საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი, მაგ " მონობის" დროს ყვაოდა ხელოვნების ყველა დარგი, კინემატოგრაფია, თეატრები, მუსიკა, მხატვრობა, ამ ერთ მუჭა ქვეყანას გვყავდა ფიროსმანი, ახვლედიანი, გუდიაშვილი, კაკაბაძე, მაგ მონობის დროს სუხიშვილებმა პირველად და უკანასკნელად იცეკვეს ლასკალაში, რადგან იქ მხოლოდ ბალეტი და ოპერა იდგმებოდა, 14 ჯერ გაიხსნა და დაიხურა ფარდა.
რამაზ ჩხიკვაძემ ხელები ააწევინა ლონდონში გამართულ შექსპირის ფესტივალზე, პირველ ნომრად წოდებულ, შექსპირის როლების შემსრულებელს, ქუხ
ნუ მოკვდები შენს მიცვალებულთან ერთად.
იცოდი, რომ შენ, შენს თავს უფრო დასტირი, ვიდრე მათ?
ტირი, რადგანაც ისინი დაკარგე, აღარ არიან ფიზიკურად შენს გვერდით.
ფიქრობ, გჯერა, რომ სიკვდილით ყველაფერი მთავრდება.
რომ მის შემდეგ აღარაფერი არსებობს.
და თუ არსებობს, სად არიან?
იქნებ, იქ უკეთესია აქაურ ყოფაზე.
და თუ გეტყვი რომ ეს ასეა.
იქაურობა უკეთესია.
მაშ, რატომ ტირი? რატომ იტანჯები მათი წასვლით?
რატომ არ გინდა დაიჯერო, რომ იქ, ის უკეთაა.
აღარ ავადმყოფობს, აღარ იტანჯება, აღარ სტკივა.
თუ შენ შეძლებ და ამას დაიჯერებ, თუ შენ იწამებ, რომ სიკვდილით ყველაფერი არ სრულდება, მაშინ შენ შეწყვეტ მათზე ჯავრს და წუხილს.
შენ ეცდები მეხსიერებაში, მხოლოდ კარგი შემოინახო.
და იცი რა?..
თუკი ის, შენ ჭეშმარიტად გიყვარდა,
იაპონიაში, ომის მსვლელობისას, ერთი პატარა ბიჭი ზურგით თავის მკვდარ ძმას ატარებდა, რათა სადმე დაეკრძალა. ერთმა ჯარისკაცმა შენიშნა ის და მკვდარი ბავშვის დატოვება სთხოვა, რათა ბიჭი არ დაღლილიყო. ბიჭმა უპასუხა:
-არ არის მძიმე, ის ჩემი ძმაა!
ჯარისკაცი მიხვდა და ტირილი დაიწყო.
მას შემდეგ ეს სურათი იაპონიაში ერთობის სიმბოლოს იქცა.
დაე, იყოს ის ჩვენი სლოგანი: " არ არის მძიმე, ის ჩემი ძმაა!
-თუ დაეცემა, წამოაყენე!
-თუ დაიღლება, დაეხმარე!
-თუკი მისი შენდამი მხარდაჭერა უმნიშვნელოა, ან მრავალ შეცდომას უშვებს, აპატიე!
-მთელმა სამყარომაც რომ მიატოვოს ის, იტვირთე შენს მხრებზე, რადგან არ არის მძიმე, ის შენი ძმაა...