Предыдущая публикация
მოხვედი შვილო?- ბევრჯერ მითხარი.
ბარაქიანი ხელი დამატყვე
მაგ თბილ გულმკერდში ჩაგეხუტები,
და როგორც ბავშვი, ისე გამათბე.
მოვედი დედი, შენმა სურნელმა გამომიყოლა
და მონატრების სათუთმა ძალამ,
მოხვედი შვილო?- ბევრჯერ მითხარი,
დღესაც და ხვალაც.
კვლავ გამაცილე დედის თვალებით
შენი ტუჩები მკოცნიდეს კალთას,
თუ სადმე ნახავთ დედაზე თბილს და
დედაზე ალალს, დედაზე მართალს.
ეს ორი სიტყვა ღმერთო მაჩუქე,
მშიერს დამქონდეს დღე-მუდამ საგზლად
დედის თვალებით განათებული
დამშვიდებული წამოვალ ქალაქს!
მარი უსუფაშვილი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1