Предыдущая публикация
- ცოტა გიჟი ვარ...😁😁😁😁
ჭკვიანი?! - ცოტა ჭკვიანიც...
ხან აღმა-აღმა მივფრინავ,
ხან ძირს ვეშვები ბზრიალით...
გიჟი ვარ... ისევ გიჟი ვარ. .
წლებმაც კი ვეღარ შემცვალა.
დაჭკვიანებას ვინ ჩივის,
თანდათან უფრო შემშალა...
ხან ვაფრენ...განა თვითმფრინავს...
ან მოფარფატე თოლიას...
ვაფრენ ცხოვრების დინებას,
მე რომ ვერ ამიყოლია...
გიჟი ვარ...და ეს სიგიჟე,
იცოდეთ, ჩემი "ჰობია"...
ხან ამ ცხოვრების ყურება,
გიჟების თვალით ჯობია...
/ნინო ახალაშვილი/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6