კარგი იგავი..
იყო და არა იყო რა… ერთ სოფელში ცხოვრობდა მოხუცი ქალი, რომელსაც ჰქონდა, ორი დიდი დოქი. ყოველ დღე, ამ დოქს ის ჩამოკიდებდა გრძელ ჯოხზე, რომელსაც მხარზე შემოიდებდა და ნელ- ნელა მიდიოდა წყაროზე. ერთი დოქი იყო უნაკლო, ხოლო მეორეს ჰქონდა ბზარი. როცა ქალი წყლიით ავსებულ დოქებს სახლში მოიტანდა, ბზარიანი ყოველთვის, ნაკლული იყო. უნაკლო დოქი იყო ამყი, თავისი შესრულებული სამუშაოთი. ამ დროს, გაბზარულ დოქს სინდისი ქეჯნიდა, რომ თავის დაკისრებილ ფუნქციას ვერ ასრულებდა პირნათლად. დოქი ბოლო ორი წელი იყო გაბზარული და ამ ხნის მანზილზე, სულ უფრო და უფრო რწმუნდებოდა თავის არასრულფასოვნებაში. ამით შეწუხებულმა, ქალს შესჩივლა: მე მრცხვენია ბზარის გამო, რადგან მთლი გზა რასაც გადიხარ, წყაროდან სახლამდე მე ვიცლები წყლისგან.
ქალმა ღიმილით მიუგო: შენ თუ შეამჩნიე, იმ მხარეს, რომელ მხარესაც, შენ ჰკიდიხარ გზაში იზრდება ყვავილები. ხოლო მეორე მხარეს –არა? შენს მხარეს, ბილიკის გაყოლებაზე ორი წლის წინ, ჩავყარე ყვავილის თესლები, ეს ის ყვავილებია რომელსაც შენი ბზარი რწყავს და რომლითაც, ეს ორი წელია ვამშვენებ ჩვენს სახლს. რომ არა შენ, ამ სილამაზეს არ ექნებოდა ადგილი არც გზაში და არც სახლში.
ყველა ჩვენთაგანში არის განსაკუთრებული, განსხვავებული, უცნაური, ბზარი თუ ნაკლი. სწორედ ისინი აქცევენ ჩვენს ცხოვრებას საინტერესოს. მისი წყალობით შეიძლება, იცხოვრო ღირსეულად. უბრალოდ, საჭიროა, ყველა მივიღოთ ისეთი, როგორებიც არიან და აუცილებელია დავინახოთ სხვებში კარგი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 29