მატარებლის ფანჯარასთან მჯდომმა 24 წლის ბიჭმა უცებ წამოიძახა
--- მამა შეხედე ხეები ჩვენს უკან მიდიან.
მამამ გაიცინა. იქვე მჯდომმა ახალგაზრდა წყვილმა კი 24 წლის ბიჭს სიბრალულის გრძნობით შეხედა. უცებ ბიჭმა ისევ წამოიყვირა...
--- მამა შეხედე ღრუბლები ჩვენგან გარბიან
წყვილმა თავი ვეღარ შეიკავა და მოხუც კაცს ასეთი რამ უთხრა:
"რატომ არ წაიყვანდით თქვენს შვილს კარგ ექიმთან...?" მოხუცმა მამამ გაიცინა და უთხრა:“მყავდა ექიმთან და ახლა სწორედ საავადმყოფოდან მოვდივართ. ჩემი შვილი დაბადებიდან ბრმა იყო და სწორედ ახლახანს დაიბრუნა მან მხედველობა“
ყველა ადამიანს დედამიწაზე თავისი ისტორია აქვს. არასოდეს განსაჯო ადამიანი მანამ, სანამ კარგად არ გაიცნობ მას. სიმართლის გაგებამ შეიძლება გაგაოცოს