ალბათ დედაა უფრო მთავარი,
მამა არ აფრქვევს ქალივით ცრემლებს,
მაგრამ გული აქვს შვილზე დამწვარი;
თითქოს მკაცრია,ერთი შეხედვით,
ცრემლს არ განახებს,მოგერიდება,
მაგრამ მამის გულს თუ შეეხები,
იგრძნობ დარდისგან როგორ ღვივდება;
მამის თვალები,მზრუნველ ფიქრებად
ჩუმად,უთქმელად გვფარავს და გვიცავს.
და როცა ერთხელ აღარ იქნება,
მდუღარე ცრემლით ვუსველებთ მიწას;
ეჰ,მამას აწი ვინ გამიცოცხლებს?
რა დამრჩენია,ვინატრო უნდა.
გავიმეტებდი უხმოდ სიცოცხლეს,
რომ ერთი წუთით მენახა თუნდაც;
სულ ერთი წუთით დამიდგეს გვერდში,
სულ ერთი წუთით მოვხვიო ხელი,
მერე ჩავემხო მის ძლიერ მკერდში
და პატიება ვევედრო წრფელი;
ეჰ,გვიანია სიტყვები ნაზი,
ის დამრჩენია,ვეფერო საფლავს.
სინანულს მხოლოდ მაშინ აქვს ფასი,
თუ მას გულწრფელი ცრემლებიც ახლავს;
მამა,მზადა ვარ სინანულისთვის,
შენი უძღები შვილი გპირდები:
აწ მე ვიზრუნებ შენი სულისთვის,
სანამ სიკვდილში გაგიფრინდები;
თუ დამიჯერებს უფალი ცრემლებს
და თუ ინებებს ოდესმე ამას,
ვით ბავშვობაში,შემოგხვევ ხელებს
და გეტყვი ისევ: მიყვარხარ მამა...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 40
ძვირფასებო!! და მინდა
გითხრათ უახლიესი ამბავი, გაიხსნა
უმაგრესი ქართული სოციალური ქსელი
gamecani.ge
როგორც ოდნო და ფეიზბუქი, განსხვავება
ისაა რომ ეს ქართულია და უფრო მარტივი,
სულ ცოტახანის ცინ გამოჩნდა ეს
სოციალური ქსელი საქართველოს
ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ მან უამრავ
ადამიანს შეაყვარა თავი,როგორ მოხვდე ამ
საიტზე??? მარტივად თუ ოდნოში
odnoklasnik.ru-ს კრებ და ოდნოზე შედიხარ
აქ კი ამსაიტის მისამართს წერ,, საიტის
მისამართი.... www.gamecani.ge ასევე თქვენ
შეგიძლიათ ეხლავე დაკლიკოთ ეს
მისამართი და ოდნოდანვე შეძლებთ საიტზე
შემოსვლას, www.gamecani.ge