ყველაფერს ვხედავ იქნებ ვერ ვხედავ, მაინც ასეა.. დიდ სიხარულს, თუ პატარა სევდას, დღესაც იგივე ერთი ფასი აქვს.. ზოგი თავის ბედს შერიგებია ასე იყო და ახლაც ასეა, იბადებიან შემდეგ კვდებიან თუმცა რის გამო იცრემლებიან.. მაგრამ სულ სხვაა მორწმუნე ღმერთთან! თუკი ღაღადებს სულით ხორცამდე, ის თუ ერთხელაც მოვიდა შენთან! ხელი ჩასჭიდე ნუღარ კანკალებ.. ვიდოდა წლები ქარავნებივით, ფერი – ფერს ცვლიდა, ბოროტს სიკეთე, ცვდებოდა დღენი ქალამნებივით და მიყვებოდა სადღაც სიშორე.. ქრებოდა ბევრი, სადღაც უკვალოდ უკან რჩებოდა ყველა ოცნება, იჭყლიტებოდა სადღაც უბრალოდ როგორც მოჭრილი ხის შეხორცება.. და ამის შემდეგ მზე ფარდებს კეცავს, უწია სხივმა ყველა უკუნეთს, გუგუნებს ზეცა დღეს ყოვლის შემძლე და გარინდული დგას საუკუნე... ყვ
ჩემი შვილების კარგად ყოფნით მამყოფე კარგად, ჩემი შვილების სიხარულით მახარე ღმერთო. ჩემი შვილების იმედისთვის მაქციე წამლად, ჩემი შვილების თვალებში რომ სიცოცხლე ენთოს. მომეცი ნება,საკვალავი გავკვალო გზები და რომ მისია აღვასრულო ამ ქვეყნად დედის. მომეცი ძალა,სიყვარული ვასწავლო ღმერთის, გამაზრდევინე მადლიერი შვილები ბედის... მზე დაანახე,უმზეობა არიდე ღმერთო, ცვარი მიეცი,უდაბნოში აღმოჩნდნენ თუკი, ჯვარი მიეცი,წმინდა ნინოს ნაქონი ერთ დროს, გთხოვ,ცა მიეცი,ნათელი დღე,წყალობის შუქი. შენ დამილოცე ჩემი გულის ორი ნაწილი და ჩემი თვალის ნათლისფერი ორი სინათლე, ფერისცვალება ჩემი სულის მათ ორ სხეულში... მათი გონება სიკეთით და რწმენით მინათე... ბოროტება და სიავე გთხოვ არიდე ღმერთო, რომ მხოლოდ უფლის რწმენა ჰქო
უნდა წავიდე უნდა წავიდე შენთან დარჩენას აღარ ვაპირებ, სულ მარტოდ დავრჩი გამოვიკეტე გულის კარები, ჩვენი წარსული რაც ჩვენში იყო აღარ მაღელვებს, ქარმა წალეკა რაც გულში მქონდა სადღაც ნაგდები.. ჩვენი შეხვედრის გახსოვს ის წლები მოგონებები! მთელი გრძნობები გაცვდა გაცივდა სადღაც გაიყო, დღეს მარტოდმარტო შენი სიშორით დავეხეტები, თუმცა ვეღარ ვგრძნობ თურამ გაგვაჩნდა ქარმა წაიღო.. მე გამახსენდა ერთი შეხვედრის ტკბილი საღამო, გახსოვს? იმ ღამით შეუბრალებლად როგორ გაწვიმდა, თავი შევაფარეთ თვალში ცრემლებით მაშინ სიყვარულს, დღეს კი ეს გრძნობა მოკვდა გაცივდა წარსულს ჩაბარდა.. მე ბოდიშს გიხდი თუ ამ გრძნობებში გადაგეკარგე, ნუთუ ვერ ხვდები რომ ყველაფერი შენი ბრალია, შენმა სიცივემ მე მაგრძნობინა ჩემი სისუსტე, მარტო