ის შეიძლება იცინის კიდეც,
შენს დასანახად ცრემლიც არ სცვივა,
მას მოფერება მაინც სჭირდება,
ობოლს, ობლობა მუდმივად სტკივა.
თან, თუ ორივე მშობელი არ ჰყავს,
სავალალოა მთლად მისი ყოფა,
რადგან არა აქვს მამიკოს სითბო,
ნატკენს არ ურჩენს დედიკოს კოცნა.
როგორც მშობლიურ ხეს მოწყვეტილი,
უნუგეშოა, სუსტი, ფოთოლი,
მშობლების სითბო ვისაც აკლია,
დაჩაგრულია ყველა ობოლი.
მას მორიდება ასწავლა ბედმა...
ბევრჯერ რაც უნდა, თქმასაც ვერ ბედავს,
ცრემლები ახრჩობს, გული უკვნესის,
შვილს დედის გულში ჩაკრულს რომ ხედავს.
ობოლს რომ ნახავ გვერდს ნუ აუვლი,
მოეფერე და გული გაუთბე,
არ აწყენინო, თუნდაც სტყ