Свернуть поиск
Правая колонка
განერვიულებული შევწექი საწოლში. ძალა არ მქონდა უკვე აღარაფრის. ისე ვიყავი გადაღლილი ამ ყველაფრისაგან, რამოდენიმე თვეში ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. გამოჩნდა წლების წინ დაკარგული მამა, შემიყვარდა ადამიანი რომელიც ჩამოყალიბებული ნარკომანი იყო, ჩემი ოჯახი ჩემს წინააღდეგ იყო, ამაზე საშინელება რა უნდა ყოფილიყო, მეტი რაღა უნდა მომხდარიყო არ ვიცოდი...
ჩაძინებას ვაპირებდი რომ მობილურმა დამირეკა,გაღიმებულმა დავხედე ვაჩე რეკავდა.
- ჩემო ერთადერთო, უკვე მომენატრე.. იცოდე საღამოს არაფერი დაგეგმო სავახშმოდ გეპატიჟები..
- კი მაგრამ ვაჩე, შეძლებ გამოსვლას? მისმინე არაა საჭირო...
- დამშვიდდი, როცა შენ ჩემს გვერდით ხარ, ყველაფერს შევძლებ.. შეუძლებელი არც არაფერია.. მთავარია შენი კანის სურნელს ვგრძნობდე..იცი როგორ მიყვარხარ? შემიძლია ამ სიყვარულით მოვკვდე..
- გაჩუმდი, სისულელეებს ნუ იძახი.. დედაჩემი გადაირია, როცა ვუთხარი ახალი ამბავი. შენ წამოიდგინე და გემრიელად გამარტყა კიდეც სახეში..
- მისმინე, ეს ყველაფერი ამად გიღირს?? არ მინდა ოჯახი დაკარგო...
- ოჯახი არც არასოდეს მყოლია ვაჩე. ჩემი ძმა მუდამ წასულია. მამა სადღაც სად არავინ იცის. დედა კი მუდამ თავის ფიქრებში. ახლა მაქვს შანსი მყავდეს ოჯახი და უკან არ დავიხევ იცოდე.. მიყვარხარ და შენთან ვერავინ დამაშორებს ვაჩე..
- მეც მიყვარხარ ჩემო ანგელოზო... საღამოს ექვსზე შენთან ვიქნები, ასე რომ არ მალოდინო.. თორემ ისე მენატრები გული გამალებით მიცემს უვე..
- მიყვარხარ ძალიან... დროებით.. წუთებს დავითვლი შენს მოსვლამდე...
**
უკვე ექვსი ხდებოდა ვაჩესგან რომ შეტყობინება მომივივა-„ბოდიში ვერ ვახერხევბ მოსვლას და იქნებ თვითონ მიხვიდეო“.. დიდად არ მესიამოვნა მისი ეს საქციელი არა იმიტომ რომ მაქანანით უნდა წავეყვანე და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, გული ცუდს მიგრძნობდა, შეიძლება სინამდვილეში არც არაფერი ხდებოდა მაგრამ ხომ იცით ერთხელ თუ ადამიანმა ცუდი ჩაიდინა მერე სულ ეჭვის თვალით ვუყურებთ ყველაფერს.. ტაქსი გამოვიძახე და მითითებულ კაფეში მივედი.. იმდენი ხალხი იყო მისი დანახვა ვერ შევძელი. ნელა გავიარე მაგიდებს შორის რომ ჩემი თვალები მას შეხვდა, მისი თვალები კი სხვას უყურებდა... მის გვერდით ლინდა იჯდა და ორივენი გულიანც იცინოდნენ ღმერთმა იცის რაზე..თითქოს ადგილზე გავიყინე ნებიჯის გადადგმას ვერ ვახერხებდი.. მათ შორის ხომ არაფერი ხდებოდა, მაგრამ მაინც რთული დასანახი იყო ჩემთვის..
მერე უეცრად ხელი მოხვია და გულზე მიიხუტა.. თავზე ნაზად აკოცა და რაღაც უჩურჩულა ყურში.. მზერა მოულოდნელად გამოექცა ჩემსკენ.. მივხვდი დაიბნა, უდოდა ლინდასთვის ხელი გაეშვა მაგრამ არ გაუშვა, იცოდე ეს უფრო დიდ ეჭვს გამოიწვევდა ჩემში.. გამიღიმა, ლინდაც ჩემსკენ მოახედა და მანიშნა მოდიო.. მივედი თუ არა მაშინვე ადგილი დამითმო ლინდამ და გამიღიმა..
- არ გაბრაზდე კარგი?-მოულოდნელად მითხრა..ვაჩემ უბრალოდ ახალი ამბავი მითხრა და ძალიან გამიხარდა, თქვენი ქორწილი ძალიან მახარებს თეკლა. ასე ბედნიერს ვაჩეს პირველად ვხედავ..
- არ ვბრაზდები, რატომ უნდა გავბრაზე?- გულში კი მწარედ მეტირებოდა, მაგრამ მის წინაშე არასოდეს დავამცირებდი ვაჩეს,ახლა ისტერიკების დრო არ იყო.. ახლა მას მხოლოდ სითბო და სიყვარული სჭირდებოდა..
- კარგი მაშინ უნდა წავიდე. დაგემშვიდობები თეკლა.. ლინდა ადგა თუ არა ვაჩემ ჩემი ხელი ხელებში მოიქცია და მაკოცა..
- ვიცი გაწყენინე, მართლა შემთხვევით ვნახე, აქ შენთვის სურპრიზის მოსაწყობად მოვედი და რა უხერხულად გამოვიდა არა??
- სულაც არა, დამშვიდდი, ცოტა გავბრაზდი მაგრამ უკვე გადამიარა, რა ვქნა დიდი ხნით ვერ ვბრაზობ შენზე, ისეთი კარგი ხარ...
- დამელოდე ორი წუთით თეკლა- მოულოდნელად მითხრა და მაგიდიდან ადგა..ფიქრებში გავერთე, რატომღაც მაინც მეტკინა გული, არა ალბად უფრო ვიეჭვიანე, რომ ყოფილი შეყვარებულის გვერდით იჯდა და თბილად ესაუბრებოდა, ალბად ეს იყო შენი სიყვარულის და გრძნობის დაცვა..მოულოდნელად შუქი გაითიშა და გარშემო სასიამოვნო მუსიკის ხმა გაისმა.. უეცად განათდა ყველაფერი და ჩემს წინ დაჩოქილი ვაჩე დავინახე ბეჭდით ხელში,მოულოდნელობისაგან შევკრთი არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა..
- გუშინ ცოლობა გთხოვე გახსოვს?? მინდა ეს დღე წარმოუდგენლად ლამაზი იყოს შენთვის...მინდა ამ წუთებმა ჩემი თავი სამუდამოდ დაგამახსოვროს..მინდა შენში ისე აღვიბეჭდო როგორც არასოდეს არავინ, მინდა გაგაბედნიერო, შენი ყოველი ცრემლი მხოლოდ სიხარულისა იყოს.. ერთ დღეს როცა თვალები გავახილე და შენს თვალებს გადავაწყდი მაშინ მივხდი რა ლამაზი ყოფილა სამყარო, მინდა ჩემი ცოლი იყო, ჩემი შვილების დედა, ჩემი ერთადერთი სიყვარული.. მინდა ყოველ დილით ვიგრძნო შენი სითბო და ყოველ ღამე დამაძინოს შენმა კანის სურნელმა, მინდა ყოველი წუთი შენს გვერდით გავატარო , მინდა შენი თვალებით დავინახო სამყარო. გახდები ჩემი ცოლი?
- კი... ძლივს ამოვილუღლუღე და ცრემლები გადმომცვივდა, ეს მართლაც რომ ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში... მაგრად შემოვხვიე კისერზე ხელები და ვაკოცე, მქუხარე ტაშმაც არნდააყოვნა, და უამრავი მილოცვა მივიღეთ სხვებისაგანაც...
საშინლად ცხელოდა, ჩვენ კი ფეხით მივუყვებოდით ქუჩებს.. უეცრად მოტრიალდა და შულბზე მაკოცა.. მაგრად, მაგრად მომხვია ხელი წელზე და მეც მის სითბოში გაბრუებული გავიტრუნე.. ახლა ვგრძნობდი რას ნიშნავდა გყვარებოდა მთელი არსებით, მთელი გულით და სხეულით... მისი სითბო ისე მინდოდა როგორც არასოდეს არავისი..
- იცი რა?- ჩუმად მიჩურჩულა და ჩემს გაშლილ თმებს თითებით დაუწყო წვალება..
- რა ვაჩე?
- შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა..
- ოოო, რა საყვარელი ხარ, ყველაფერთან ერთად პოეტიც ყოფილხარ..
- არ ვარ , მაგრამ შენთვის გავხდები, გალაქტიონიც,დავინჩიც, ბახიც , პაგანიციც და ყველა შენ ოღონდ ინატრე...
- არც ერთი არ მინდა, მე მხოლოდ ვაჩე მჭირდება ჩემი სითბო და მონატრება..
- ამ ღამეს ჩემთან გაატარებ?-უცებ მკითხა და თვალებში ჩამხედა. თითქოს ჩემს გამოცდას ცდილობდა, რას ვეტყოდი..
- შენ თუ გინდა გავატარებ...
- მინდა რომ შენც გინდოდეს..
- მეც მინდა, თანახმა ვარ ეს ღამე შენთან გავატარო..
- მეხუმრები თეკლა? თუ მართლა თანახმა ხარ..
- არ გეხუმრები მართლა თანახმა ვარ...
**
მანქანა ულამაზეს ადგილას გააჩერა და მითხრა გადმოდიო.. აქედან მთვარე უფრო დიდი ჩანდა ვიდრე საერთოდ..უზარმაზარი და კრიალა.. თითქოს აქ სიოც სხვანაირი იყო.. სხეული მიხურდა გული კი საოცრად კრთოდა..მისი სითბო ვიგრძენი და თვალები დავხუჭე.. ზურგიდან მომეხვია, მისი სხეული ისევე ხურდა როგორც ჩემი, მასაც ისევე უდუღდა სისხლი როგორც მე.. არეულად მოძრაობდა ყველა ძარღვსა თუ კაპილარში... გულში არითმია, ტვინში ქაოსი და სხეულში ალიაქოთი- სხვა რა იყო თუ არა საყვარელი ადამიანის სიახლოვე და მასთან ყოფნის სურვილი...
ხელში ამიყვანა და ძლივს გააღო კარები.. ხმა არ ამომიღია, თავი თავზე მივადე და გავიტრუნე.. ახლა ისე მჭირდებოდა მისი სიახლოვე, უნდა მეგრძნო რომ ის სამუდამოდ ჩემი იქნებოდა.. ყოველ წუთს მეშინოდა მისი დაკარგვის.. კიბეებზე ნელა ადიოდა.. საძინებლის კარები ფეხით შეაღო და შუა ოთახში ჩამომსვა ხელიდან, მთელი ოთახი განათებული იყო სანთლებით და თეთრი ვარდებით..
- ეს როგორ მოახერხე? შენ ხომ ჩემს გვერდით იყავი..
- არსებობენ ნამდვილი მეგობრები..
- გასაგება, ესეიგი სანდრიკა და ნიკა არა?
- სწორია, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს.. იცი რამდენი თვე, დღე, საათი, წუთი , წამი ვნატრობდი ამ მომენტს, როცა ვეხებოდი შენს ტუჩებს, შენს თმებს, კისერს ,მხრებს, შენს სხეულს.. როცა ვიგრძნობდი რომ სამუდამოდ ჩემი გახდებოდი.. არ ვიცი სწორად ვიქცვით თუ არა, მართლა არ ვიცი თეკლა, მაგრამ ამ სურვილს ვეღარ ვუძლებ.. იმდენად მინდიხარ რომ სხვა ვერაფერზე ვფიქრობ.. ჩემი სითავხედე მომიტევე რომ ასე პირდაპირ შემოგთავაზე ჩემთან დარჩენა მაგრამ იმდენად მიყვარხარ შენით ვარ სავსე და მგონია დავიხრჩობი თუ არ გავიგებ შენი ტუჩების გემოს...
- მე თანახმა ვარ გავხდე შენი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, არც ის ვიცი სწორია თუ არა, დანაშაულია თუ არა, მაგრამ ყველაფერი ფეხებზე , ერთადერთი რაც მინდა შენთან ყოფნაა..
- მიყვარხარ ჩემო ანგელოზო, ჩემო ერთადერთო-
კიდევ უამრავი საალერსო სიტყვა ისმოდა ოდნავ განათებულ ოთახში.. მერე , ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ხარბად მაკოცა ტუჩებში.. მაკოცა ისე თითქოს ეს უკანასკნელი ყოფილიყოს... პერანგის ღილები ნელა გამიხსნა, თუმცაღა ვატყობდი რომ საშინლად ნერვიულობდა, ვატყობდი როგორ უთრთოდა ტუჩები და უკანკალებდა ხელები.. ვიცოდი განიცდიდა ამ ყველაფერს, მე მისთვის არ ვიყავი უბრალო ქალი... რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქვა ნერვიულობის დაფარვას ცდილობდა, ან ჰაერის უკმარისობა აქვს- მოულოდნელად გამიელვა თავში და მაშინვე გავფანტე ფიქრები , ის ხომ პაციენტი არ იყო... საყვარელი ადამიანის სურვილი ხომ ყველაფერს იწვევდა..ჩვენი ვნებები ერთმანეთეს ერწყმოდა და აბობოქრებულ ზღვას გავდა.. ჩვენი სიახლოვე მთვარეს და ღამეს მაგონებდა.. ჩვენი სიყვარული კი მთელ სამყაროს.. ხელში ამიტაცა და საწოლზე დამწვინა... მისი მღელვარებისგან გავარვარებული ხელები ფრთხილად შემეხო მკერდზე, თვალები დავხუჭე და სიამოვნების მორევში ჩავიძირე.. იქ სადაც არ არსებობდა არეულოა, იქ სადაც მხოლოდ ჭრელი ფერები და სიყვარული იყო...
მერე მისმა სხეულის სითბომ ყველა მოგონება ერთიანად გააღვიძა ჩემში... მხოლოდ მაშინ ვიგრძენი როგორ ძალიან მიყვარდა და მწამდა მასში ნამდვილი ვაჩე.. ვაჩე რომელიც მხოლოდ სიყვარულსა და სითბოს იმეტებდა ჩემთვის.. რომელიც მზად იყო შიშველი ხელებით ბომონდები დაედგა ჩემთვის და ყველანაირი ტკივილისაგან დავეცავი.. მთელს სხეულზე მედებოდა მისი ალერსი.. მისი ტუჩები,მისი ხელები...
ეს ერთადერთი განცდა იყო ყველა იმ განცდათა შორის რომელსაც ლიდერი ერქვა... გული ლამის საგულედან ამომვარდნოდა...ვერ ვთოკავდი ემოციებს ,გრძნობებს, სანთლების შუქს და ულამაზეს ვარდებს ჩემი სიამოვნებისაგან განცდილი ბგერებიც უერთდებოდა...

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5