5 აპრილს, "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" ინიციატივითა და ორგანიზებით თელავში DRIFT-SHOW გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერი და თანაორგანიზატორი იყო თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახური. "სპორტულ-ტექნიკური კლუბის" ბაიკერებმა შოუს დაწყებამდე ქართველი მრბოლელის - გიორგი თევზაძის (თევზი) ხსოვნას მიაგეს პატივი. პროგრამა ფიგურულ მანევრში წყვილთა შორის ქალთა რბოლით გაიხსნა. საპრიზო ადგილებზე გავიდნენ: I ადგილი - ქეთი იოსებაშვილი (Mersedes-Benz E-320), II ადგილი - ნათია ზარაფიშვილი (BMW E-36), III ადგილი - ანა ბათურიშვილი (Opel Astra). კომპანია AVON-მა პრიზიორებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. Drift-King-ის გამარჯვებულები გახდნენ: I ადგილი - ერეკლე გოგაშვილი (BMW E-36 coupe), II ადგილი - გოგა ასპანაშვილი (Toyota Altezza), III ადგილი - ბონდო ლუარსაბიშვილი (BMW E-36). კომპანია "თეგეტა მოტორსმა" პრიზიორები 300, 200 და 100 ლარიანი ვაუჩერებით დააჯილდოვა. DRIFT-SHOW თელავში "RED Bull"-ის, "სპორტულ-ტექნიკური კლუბის", "USAID"-ის და "IFES"ის მხარდაჭერით გაიმართა.